21 February 2015      TataNakani     Views 4 451    
Category: Fashion / Man

გაზაფხულის 5 აუცილებელი სამოსი მამაკაცებისთვის


მამაკაცებო, თებერვლის მიწურულს აუცილებელია საგაზაფხულო სამოსზეც დაიწყოთ ფიქრი. დაიწყეთ მზადება ახალი სეზონისთვის ახლავე, გაატარეთ გაზაფხული-ზაფხული ახალი სამოსითა და განწყობით. შეიძინეთ ახალი სამოსი, შეიტანეთ ცვლილებები თქვენს ყოველდღიურობაში და გაახალისეთ თქვენი სტილი. იგრძენით თავი კომფორტულად სასურველ ელეგანტურ თუ სპორტულ სტილში.

გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის 5 აუცილებელი სამოსი მამაკაცის გარდერობში

მამაკაცებო, დამდეგი სეზონისთვის მოსაწყენი შოპინგი თქვენთვის აუცილებელი რიტუალია! გირჩევთ, არ შეუშინდეთ ცვლილებსა და რისკებს! წარმოგიდგენთ 5 აუცილებელ სამოსს, რომლითაც ახალი სეზონი თქვენთვის ახალი სტილის, ენერგიის, განწყობისა და დადებითი შედეგის მომტანი იქნება.

გაზაფხულის 5 აუცილებელი სამოსი მამაკაცებისთვის


#1 პირველი და ყველაზე აუცილებელი ზოლიანი სამოსია. ეს ყველაზე აქტუალური ტენდენციაა, რომელიც წლებს უძლებს. კლასიკური სტილის ზოლიანი კოსტუმი შეგიძლიათ ნებისმიერ სამოსს შეუხამოთ, ფერისა და მოდელის გათვალისწინებით.

გაზაფხულის 5 აუცილებელი სამოსი მამაკაცებისთვის


#2 მაისური/ პერანგი თქვენი გემოვნების შესაბამისი პრინტით. საგაზაფხულო სეზონს აუცილებლად გაგიხალისებთ ფერადი და ლამაზი პრინტი. 1970-იანი წლების ტენდენცია ახლაც აქტუალურია.

გაზაფხულის 5 აუცილებელი სამოსი მამაკაცებისთვის


#3 თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ნებისმიერი სტილისთვის! თეთრი ფერის სპორტულ ფეხსაცმელს ნებისმიერ ფერს შეუხამებთ და არჩევანი აუცილებლად გაამართლებს. Converse-სა და adidas-ის სპორტული ფეხსაცმელები ახალი სეზონისთვის თქვენი საუკეთესო შენაძენი იქნება.

გაზაფხულის 5 აუცილებელი სამოსი მამაკაცებისთვის


#4 მამაკაცების ყველაზე აუცილებელი და საყვარელი ჯინსი ნებისმიერ სიაში ხვდება. ჯინსი ყველა მამაკაცის გარდერობშია, თუმცა მხოლოდ მუქი ლურჯი ფერით არ უნდა შემოიფარგლოთ!

გაზაფხულის 5 აუცილებელი სამოსი მამაკაცებისთვის


#5 პასტელური ფერის შარვლები მეხუთე აუცილებელია სამოსია გაზაფხული-ზაფხულისთვის. გაახალისეთ თქვენი გარდერობი, შეიძინეთ ნათელი ფერის სამოსი. არ არის აუცილებელი მხოლოდ მუქი სამოსით სიარული, იმისათვის რომ თავი კარგად იგრძნოთ. სცადეთ ახალი ტენდენცია. ფერადი სამოსი თბილი გაზაფხულისა და ცხელი ზაფხულისთვის თქვენი გარდერობის საუკეთესო წევრი იქნება.

გაზაფხულის 5 აუცილებელი სამოსი მამაკაცებისთვის


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Man
Tags:

Share it
Comments
Back to Top