4 March 2016      ANGEL     Views 15 337    
Category: Fashion



გაზაფხულდა და ახლოვდება ზაფხულიც, რომელიც ჩვენგან იდეალურ ფორმაში ყოფნას ითხოვს.
უკვე დროა დავიწყოთ ვარჯიში და ფორმის აღდგენა, რომელიც ზამთრის პერიოდში ზარმაცობის შედეგად ავკრიფეთ... ან სულაც იქნებ, პროგრესისკენ მიისწრაფვით და მოდით ვიყოთ უკეთეს ფორმაში! მოდელების, მოდური ბლოგერების და ცნობილი ადამიანების სოციალური ქსელზე დაკვირვებით ვხედავთ, რომ მათი შესანიშნავი ფორმები ხშირ შემთხვევაში ბუნების საჩუქარს სულაც არ წარმოადგენს. საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და სწორი ვარჯიში. მოძებნეთ თუ რა განიჭებთ სტიმულს ვარჯიშისთვის?!

მხოლოდ სპორტდარბაზის აბონიმენტის შეძენა ხომ საკმარისი არ არის, მიმართეთ ტრენერს და შეადგინეთ ვარჯიშის გეგმა, შემდგომ კი მუდმივად შეახსენეთ თავს თუ რისკენ მიისწრაფვით, ადევნეთ თვალი Gym-inspiration ფეიჯებსა და before-after ფოტოებს, განაახლეთ მუსიკალური პლეილისტი და გარდერობი! დიახ, თანაც დღეს ხომ ასეთი მოდური და ლამაზი სპორტული სამოსის არჩევანია, რთულია ხანდახან განზრახ სპორტული სამოსით არ დატოვო სპორტდარბაზი და იარო ქალაქში საკუთარ საქმეებზე... გახადეთ სირბილი, სპორტადრბაზში სიარული თუ იოგის სესიები ცხოვრების სტილად. რამდენიმე თვის შემდეგ კი ვარჯიშის შედეგის დასაფასებლად სპორტული-ბრა ტოპებს თამამად ჩაიცვამთ მოსახურის გარეშე, რომელიც გამოკვეთს მუცლის პრესს, რა უნდა იყოს ამაზე საამაყო?




წარმოგიდგენთ სპორტული ბრენდების მოდური კოლექციების ლუქბუქს
და რამდენიმე რჩევას სპორტდარბაზში მოხდენილად შესამოსად


1: განსაზღვრეთ საჭიროებისდა მიხედვით რა ტიპის სპორტული სამოსი გჭირდებათ
სპორტული ფეხსაცმელი - ბოტასები რამდენიმე კლასად იყოფა: სავარჯიშო, სარბენი, ჩოგბურთის და ქალაქის, რომლებიც არ გამოდგება აქტიური დატვირთვისთვის. ასევე დიდი ყურადღებით შეარჩიეთ შარვლის ტიპი, რომელიც არ შეგიშლით ხელს ვარჯიშის დროს, მაგალითად დაუკვირდით - "შლაქსი" დგომის შარვალი ხომ არ შეგიშლით ხელს ფეხის ვარჯიშების დროს ან ველოსიპედზე?




2: აირჩიეთ სტილი
როგორი გოგონა ხართ თქვენ, როგორ უფრო უკეთ იგრძნობთ თავს ვარჯიშისას, იყოთ შემოსილი 1: თავისუფალი 'ფართხუნა' დგომის სპორტულებში ნაცრისფერ ფერებში; 2: საჭირო ადგილებში ტანზე მომდგარ, სექსუალურად გამოკვეთილ შავ სამოსში მცირე ფერადი დეტალებით თუ 3: იქცევდეთ ყურადღებას ჭრელი ლეგინსები, ყვავილოვანი ტოპი და სრული პოზიტივით სპორტდარბაზში! განსაზღვრეთ თქვენი სტილი

3: გამოკვეთეთ ხარისხი - ბრენდების დახმარებით
აირჩიეთ რომელიმე ბრენდი, რომლის კოლექციაც ყველაზე მეტად მოგწონთ და იქონიეთ ამ ბრენდის მინიმუმ 2 ნივთი, ეს შესაძლოა იყოს ბოტასები და შარვალი, ან ბოტასები და ტოპი; ან სულად იყავით Nike Pro-ს მოტმასნილ სამოსში გამოწყობილი ფერადოვანი გოგონა. თუმცა, ამასთანავე არ მოგერიდოთ კომბინირება გაუკეთოთ რამდენმე ბრენდს, მაგალითად არ არის საჭირო სრულად Adidas-ის 'ტირო' ზოლებიან სამოსში გამოეწყოთ, გადახედეთ ცნობილი მოდელების და სელებრითების სტილს, როდესაც ისინი პაპარაცებმა დააფიქსირეს სპორტდარბაზის დატოვებისას და ნახავთ, თუ როგორ ახერხებენ ეს გოგონები შეუხამონ რამდენიმე ბრენდი ერთმანეთს, მართლაც, რომ ისინი ხომ არ უწევენ რეკლამას რომელიმე ერთ ბრენდს.



4: მნიშვნელოვანია აქსესუარები
ძალიან ბევრის შეცვლა შეუძლია თმის რეზინასა და სამაგრებს, ასევე სპორტული საათი, მუსიკალური პლეიერის სამაგრი, ხელსახვევები და თუ კი თქვენს ბოტასებს ვერაფრით ვერ უხამებთ ფერებში სპორტულ მაისურს, მაშინ ერთ ხრიკს გირჩევდით - შეცვალეთ თასმები ბოტასებზე შესაბამისი ფერით!

5: ჩანთა და მოსახური!
აქსესუარების სიაში არ შევიტანთ ამ ორ მნიშვნელოვან ნივთს, სპორტული ჩანთა და მოსახური, ან სპორტული "სარბენი" ჯემპერი, რომელსაც ხელებზე თითების ჭრილები აქვს, მას მულტიფუნქციური დანიშნულება ექნება თქვენს გარდერობში - დილით სარბენად, სპორტდარბაზში მისასვლელად და ვარჯიშებს შორის შესვენებებზე მოსახურად...

და რაც მთავარია.. გეყოფათ 1-2 mirror-selfie ასეთ სამოსში გამოწყობილს, მთავარია მართლაც ივარჯიშოთ!






































Category: Fashion
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top