10 February 2015      • Angel M •     Views 1 863    
Category: Fashion / Man

იტალიური სამოდელო ინდუსტრია დამოუკიდებელი დიზაინერების აღმზრდელობით
სამუშაოს მაინცდამაიც არ ეწევა. მაგრამ, მილანის მოდის კვირეულზე დიდი ბრენდების
გვერდით ვიხილეთ ფრანცისკო სკონიამილიო, რომელმაც სახელი დაიმკვიდრა, როგორც
იტალიური მოდის ერთ-ერთი ნათელი წერილი.

ფრანცისკოს კოლეკციებში ნათლად ჩანს მკაფიოდ გამოხატული, ესთეტიკური სამოსი. ისინი
რომანტიკული და კლასიკური იტალიური ხარისხის მატერიებით არის ავანგარდულად შეზავებული.
შედეგად კი დრამისა და ელეგანტურობის ნაზავი მიიღება, რომელსაც საკუთარი ხმისთ შეუძლია საუბარი.
მის ყველაზე ფაქიზ ნამუშევრებშიც კი შეიმჩნევა ერთგვარი სიძლიერე. გასაკვირი არც არის, რომ დიზაინერმა
მოიპოვა ისეთი ცნობილი სახეების სიმპათია, როგორებიც არიან: მადონა, ლეიდი გაგა და რიანა.
ფრანცისკო მასისგან გამოირჩევა თავისი შეუპოვრობითა და კრეატიული ძალისხმიერებით.


ფრანცისკო სკონიამილიო

მე აღარ მაქვს პირადი ცხოვრება. ჩემი ცხოვრება ჩემი სამუშაოა. ფუფუნება ჩემთვის არის ღამის
მარტო გატარება და უბრალოდ ძილი, ან მეგობრებთან ერთად ყოფნა. მაგრამ ახლა ამისათვის
საკმარისი დრო ნამდვილად არ მაქვს. სიგიჟეა, მაგრამ ეს ის არის, რაც მე ავირჩიე, - გავმხდარიყავი
მეწარმე.

ჩემი ბრენდი დავიწყე 2000 წელს, მე იმ ადამიანებთან ერთად ვიყავი,რომლებმაც შეწყვიტეს თავიანთი
კოლექციების კეთება. მაგრამ მე ისევ აქ ვარ, 15 წლის შემდეგ... მე მთლიანად მივუძღვენი ჩემი თავი
ამ საქმეს. გასულ წელს კარგი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჩემის ყოფილ პროდიუსერთან კონტრაქტი
გავწყვიტე. მთელი ჩემი დანაზოგი ინვესტიციაში ჩავდე და საკუთარი იმპერიის მშენებლობა დავიწყე.
მე ვარ უკანასკნელი, რომელსაც არ აქვს ლიცენზია და მაქვს პატივი მქონდეს საკუთარი ბრენდი იტალიაში.

დრამის შეგრძნება ჩემს კოლექციაში მომდინარეობს ჩემი წარმოშობიდან. ნეაპოლი არის მსოფლიოში
ყველაზე ლამაზი ქალაქი. მის ქუჩებში სიარული ჩემთვის შტაგონების წყაროა. ჩემი ქალაქი სავსეა:
ხელოვნებით, ფერებით, მზით, სიყვარულით და ვნებით. ჩემი შოუ არის ჩემი 9 წუთი საკუთარი
თავის მაქსიმუმის წარმოსაჩენად. ჩემი ბოლო კოლექციის ერთ-ერთი ლუქი, რომელიც ანა
ევერსს ემოსა არის ჩემი სული. უბრალო, ავანგარდული და ჰაეროვანი.





ფრანცისკო სკონიამილიო გაზაფხული/ზაფხული 2015

ჩემს ერთ-ერთ ძველ მეგობარს ახსოვს, რომ დაწყებითი სკოლის პერიოდში მსურდა დიზაინერი
გავმხდარიყავი. ყველაფერი დედაჩემით დაიწყო. ის მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური ქალი იყო.
მახსოვს, 8 წლის ან უფრო პატარა რომ ვიყავი, ბუტიკებში მასთან ერთად დავდიოდი, როდესაც
კაბების მოსასინჯად მიდიოდა. ისევ მახსოვს იმ ქსოვილების სუნი და სილამაზე.

სკოლის დამთავრების შემდგეგ, ნეაპოლის აკადემიაში დიზაინს ვსწავლობდი. მაგრამ ჩემთვის ეს
უბრალოდ იყო იმის სწავლა თუ როგორ დავიწყო ინდუსტრიაში მოღვაწეობა. მე უკვე სრულფასოვნად
ვხედავდი ჩემს მომავალს სამოდელო ინდუსტრიაში.

სანამ საკუთარი ეტიკეტი მექნებოდა, მე ვერსაჩესთვის ვმუშაობდი. 1994 წელს, ნეაპოლში შევხვდი
დონატელას და მის ჯგუფს. ეს 21 წლის წინ იყო. დონატელამ სპეციალურ ვახშამზე დამპატიჟა. მე
ძალიან პატარა ვიყავი და იგივე მაგიდაზე მოვხვდი, რომელზეც ბრიუს ვებერი, ჰელენა კრისტენსენი,
და ჯო მაკენა ისხდნენ. ეს იყო ვერსაჩეს ბრენდთან ურთიერთობის დასაწყისი. მე ვიყავი განსაკუთრებული
შეხვედრების, წვეულებების, ჩვენებების, ვარსკვლავური ივენთების კოორდინატორი. ამ დროსთან
გასაოცარი მოგონენები მაკავშირებს.


ქეით მოსი ჟურნალ "i-D-სთვის" წინა საგაზაფხულო 2013, შემოსილია ფრანცისკო სკონიამილიოში

მე მართლა ძალიან მიყვარს დონატელა და მისი ოჯახი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
იტალიურ მოდის ინდუსტრიაში ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. თუ ამას შევწყვეტთ, ერთ დღესაც
მილანი დაცარიელდება. იტალიამ მხარი უნდა დაუჭიროს იტალიას, რადგან ჩვენი კრეატიულობა
ყველაზე გავლენიანია მოდის მთელ ისტორიაში.

ჩემი მეორე მუზა, ჩემი ქალაქის გარდა არის კარმენ პედარუ. ის ჩემთვის დასავით არის, იმ დასავით,
რომელიც არასოდეს მყოლია. ის არაჩვეულერივი ადამიანია და დიდი გული აქვს. ის და მისი ქმარი
ჩემი ოჯახის წევრები არიან. რიკარდო იყო ჩემი ბოლო ორი კამპანიის პროდიუსერი, ხოლო კარმენმა
მონაწილეობა მიიღო მათში. მე მიყვარს ისინი და ვამაყობ, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან.


კარმენ პედარუ ფრანცისკო სკონიამილიოს გაზაფხული/ზაფხული 2015-ის კამპანიაში

კიდევ ძალიან ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც მინდა. დავიწყებ უმაღლესი კლასის ტანსაცმლის
შეკერას პარიზში. ჩემს კოლექციაში რაღაც ნაწილები უკვე ასეთია. ჩემი აზრით, ეს ერთერთი ძლიერი
მახასიათებელია, ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის. ასევე მინდა კაცის კოლექციის შექმნა.

არანორმალურია, მაგრამ ასეა. ხშირად ჩემი შთაგონების წყაროს საკუთარი სიზმრებიდან ვიღებ. შეიძლება
კრეატიულ კრიზისში ვიყო და უცბად შუა ღამისას გამოვღვიძო, რადგან რაღაც განსაკუთრებული
დამესიზმრა. შემდეგ კი ესკიზის შექმნას ვიწყებ. ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარს ხატვა.
ხშირად ვხატავდი მადონას და სხვა წმინდანებს, რომლებსაც ეკლესიაში ვხედავდი. ძალიან მინდა,
რომ ამის დრო კიდევ მქონდეს. ბევრი კრეატიული რაღაცის გაკეთება მინდა. ერთ დღეს მინდა
რეჟისორიც გავხდე და სილამაზე კამერის გავლით შევქმნა.



Category: Fashion / Man
Tags:

Share it
Comments
Back to Top