26 January 2015      Nina√     Views 8 371    
Category: Fashion



სენსაცია!!! 16 წლის ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი,
რომლის დებიუტიც პარიზის მოდის კვირეულზე ვერსაჩეს ჩვენებაზე შედგა


გუშინ, 25 დეკემბერს სტარტი აიღო პარიზის მაღალი მოდის კვირეულმა (Couture-ის ჩვენება), რომელიც ვერსაჩემ გახსნა. მოდის კრიტიკოსებმა ბრენდის კოლექცია დადებითად შეაფასეს. ცნობილმა დიზაინერმა კოლექცია, რომელიც ძირითადად კაბებსა და კლასიკურ შარვალ-კოსტიუმებს მოიცავდა, თეთრ, შავ, ნაცრისფერ და ლურჯ ფერებში გადაწყვიტა. ნამდვილი ჰიტი იყო თეძოებთან ჩახსნილი კაბები, ტალღისებური ჭრილი მხარზე და "უცნაური" სტილის კლასიკური შარვლები. როგორც ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, კოლექცია ქალური და დახვეწილია. მართალია, ვერსაჩეს წინა კოლექციამ უკეთესი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ დონატელა არც წელს კარგავს პოპულარობას და ამ ჩვენებით იგი ისევ წარმატებული დიაზაინერების სიის სათავეში ექცევა.

ყურადღების ღირსია კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც შეიძლება სენსაციადად კი მოვიხენიოთ. ჩვენებაზე, სადაც უამრავი მსოფლიო დონის მოდელი გამოვიდა,რომელთა შორის იყვნენ იზაბელი ფონტანა, ნატაშა პოლი, კარლი კლოსი, ჯოან სმოლსი, ჯორდან დანი, ლინდსი ვიქსონი, საშა ლუსი და კიდევ მრავალი სხვა, 16 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი წარსდგა. დონატელა ვერსაჩეს, რომელიც მკაცრი შეფასებებით გამოირჩევა მოდელების მიმართ, თაკო ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა შოუზე წარედგინა. მოდელს ლურჯ ფერებში გადაწყვტილი კაბა და ფეხსაცმელი ემოსა, რომლესაც წელზე მასიური შავი ქამარი ამშვენებდა. პარიზში ახალბედა ქართველ მოდელს იცნობენ როგორც, little famous Tako-ს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გოგონამ კონტრაქტი მოაწერა ნექსთის სამოდელო სააგენტოსთან და ჰონკ-კონგიდან ევროპაში გადაინაცვლა კარეიერის გასაგრძელებლად. საბედნიეროდ, ვერსაჩე არ არის ერთდაერთი ბრენდი, რომლის ჩვენებაზეც თაკო გამოვიდა. მას მოყვა დიორის კუტიერის ჩვენება, რომელიც დღეს გაიმართა. პარიზის მოდის კვირეული გუშინ დაიწყო, ასე რომ ქართველ ამომავალ ვარსკვლავს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. მოდით, წარმატება ვუსურვოთ თაკოს და იმედი ვიქონიოთ, რომ მალე მას მსოფლიო დონის მოდელებს შორის მოწინავე პოზიციაზე ვიხილავთ.















































თაკო ნაცვლიშვილის ფოტოები






^დიორის ჩვენებაზე დღეს

^ვერსაჩეს ჩვენებაზე გუშინ

^Yohji Yamamoto-ს ჩვენებაზე

^ვერსაჩეს კულისებში


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top