23 January 2015      Ancho.     Views 3 922    
Category: Fashion / Stars

http://31.media.tumblr.com/tumblr_me7swtU80V1r5g67po1_500.gif

ვარსკვლავური სტილი: ემა სტოუნი

მიმდინარე დღეები მსოფლიო ტელეეკრანები ალეჰანდრო გონსალეზ ინიარიტუს ფილმის "Birdman"ის პრემიერას ეთმობა, სადაც ემა სტოუნს მთავარი გმირის ქალიშვილის როლი აქვს. ამ როლისთვის, კრიტიკოსთა ნაწილი ემას ოსკარსაც უწინასწარმეტყველებს. მოდით გადავხედოთ ახალგაზრდა ვარსკვლავის ჩაცმის სტილს.

გასული 2014 წელი ემა სტოუნისათვის კარიერისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჟურნალ Forbes-ის ბოლო მონაცემების მიხედვით გოგონა ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი აღმოჩნდა პროდუსერეისა და კინოსტუდიებისათვის. მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმ The Amazing Spider-Man 2, ვუდი ალენის კომედია Magic in the Moonlight და ინიარიტუს Birdman, რომლისათვისაც ემას უამრავი ნომინაცია მიანიჭეს. რა თქმა უნდა, ამდენი პრემიერების გადამკიდე, ემა ხშირად ჩნდებოდა წითელ ხალიჩაზე. მაგრამ აღსანიშნავია მისი ყოველდღიური სტილიც.

http://images4.cosmopolitan.ru/upload/custom/ca3/ca3148c8b4289ab2500e60951bc18166.jpghttp://images3.cosmopolitan.ru/upload/custom/ddd/dddafd4787dab07b660fd287cd1ee89e.jpg

ემასთვის ტანისამოსში პრიორიტეტულია კომფორტი. ჯინსები, მრავალფენოვნობა, ტრიკოტაჟი, მოხერხებული პალტო და ფეხსაცმელი არც ისე მაღალ ქუსლზე. აუცილებელი ატრიბუტებია: ფერების თამაში და მზის სათვალე.

http://images5.cosmopolitan.ru/upload/custom/361/361e995105b1d9960ff837680b20bcc4.jpghttp://images1.cosmopolitan.ru/upload/custom/3ee/3ee05d2f6081bf5aa163671e2ff8f852.jpg
ლანვინი შანელი

სხვადასხვა ღონისძიებებზე ის თავის სტილისტთან ერთად ხშირად არჩევს მყვირალა ფერებს, უჩვეულო პრინტებსა და მატერიალებს. არაჩვეულბრივ მაგალითად ჩაითვლება Jason Wu-ს არაჩვეულებრივი კაბა Birdman-ის პრემიერაზე და შანელის კომპლექტი "ადამიანი-ობობას" ბერლინურ პრემიერაზე. ნათელ კომპლექტებს ის აბალანსებს უფრო ჰარმონიული ნაზი ფერებით: მაგალითად პრადას წელსზევით მძივით გაწყობილი კაბა.

http://images3.cosmopolitan.ru/upload/custom/ecf/ecf2cf15be534ddd795230b0b0fee4e5.jpghttp://images2.cosmopolitan.ru/upload/custom/d66/d6635978dc434597b414999b37113b8f.jpg
ვალენტინო პრადა
http://images4.cosmopolitan.ru/upload/custom/806/8065d2a28b2da032fcbef8ae60141999.jpghttp://images5.cosmopolitan.ru/upload/custom/9c6/9c6f6cf1f0cd01637c0dbc776c363ebd.jpg
ვალენტინო ჯეისონ ვუ

მსახიობი ხშირად ჩნდება ლანვინისა და ვალენტინოს სამოსით. როგორც ყოველთვის წითელ ხალიჩაზე სწორედ ამ ორ დიზაინერს ირჩევს. "ოქროს გლუბუსის" ბოლო დაჯილდოებაც არ გამხდარა გამონაკლისი. მისი კაბები სხვადასხვა შოუებიდან თუ დაჯილდოებებიდან მუდამ მოდური საზოგადოების სასაუბრო თემა ხდება.

ვარსკვლავური სტილი: ემა სტოუნი
ვარსკვლავური სტილი: ემა სტოუნი

კიდევ ერთი სტილი, რომელსაც მსახიობი ხშირად მიმართავს, შეიძლება ვუწოდოთ "ხუთოსანი მსუბუქი ყოფაქცევის". მისი ფილმოგრაფიიდან ერთ-ერთი როლის მსგავსად (Easy A). მსახიობი ირჩევს მკაცრ კაბებს და ახალისებს მათ აქსესუარებით: ვალენტინოს კაბები საყელოებით და Proenza Schouler-ის ჯემპრები ქვედაბოლოებზე.

http://images2.cosmopolitan.ru/upload/custom/945/945fe6d65631e30292c3bf1972dbb910.jpghttp://images3.cosmopolitan.ru/upload/custom/19b/19bb021d662ebaa638dcb9c87ad730e6.jpg

ემა ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს. ხანდახან ირონიულად ამბობს ხოლმე, რომ არ აქვს პრობლემა ხანდახან იდიოტურადაც გამოიყურებოდეს.


ვარსკვლავური სტილი: ემა სტოუნივარსკვლავური სტილი: ემა სტოუნი
ვარსკვლავური სტილი: ემა სტოუნივარსკვლავური სტილი: ემა სტოუნი

Category: Fashion / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top