;

13 January 2015      TataNakani     Views 15746    
Category: Fashion

ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისი სტილიც ხშირ შემთხვევაში მოგწონთ.
ის ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურება, ჩამოყალიბებული და განსხვავებული სტილი აქვს.
გინდათ იცოდეთ მისი საიდუმლო, თუ როგორ აღწევს ასეთ შედეგს?
ენჯელ.ჯი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინების შემდეგ თქვენც გამორჩეული იქნებით.
იყავით მუდამ ყურადღების ცენტრში!
ენჯელ.ჯი ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

#1 ჩადეთ თქვენი ინვესტიცია ხარისხიან სამოსში.

ერთი სეზონის სამოსისთვის, რომელიც ყოველდღიურად გჭირდებათ, დიდ თანხას ნუ დახარჯავთ.
რაც შეეხება, ჯინსს, ჩანთებსა და ფეხსაცმელებს, მათი უპირატესობა ხარისხშია!
ასეთ ნივთებში თქვენი ინვესტიცია სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ.
ხარისხიანი სამოსი წლების განმავლობაში იქნება თქვენი გარდერობის საყვარელი წევრი.

რჩევები მოდური ქალბატონებისათვის


#2 შექმენით თქვენი უნიფორმა.

ინდივიდუალური სტილის მქონე ქალბატონებს აქვთ საყვარელი უნიფორმა, რომელსაც 5 წუთში იცვამენ.
მაგალითად, ქეით მოსს ხშირად ნახავთ შავ ჯინსაა და პიჯაკში. ეს მისი ე.წ. უნიფორმაა.
თქვენი უნიფორმის წყალობით, სახლიდან გასასვლელად გარდერობის წინ საათების განმავლობაში დგომა არ დაგჭირდებათ.
დაივიწყეთ ფრაზა: "ჩასაცმელი არაფერი მაქვს"!
შექმენით თქვენი სტილის უნიფორმა.

რჩევები მოდური ქალბატონებისათვის


#3 დაარღვიეთ წესები!

ჩაიცვით ერთი და იგივე ქსოვილის სამოსი, თუნდაც თავიდან ფეხებამდე ჯინსი. არ შეუშინდეთ რისკს!

რჩევები მოდური ქალბატონებისათვის


#4 შეუხამეთ ერთმანეთს სხვადასხვა პრინტი.

გაითვალისწინეთ, პრინტი სასურველია ერთი ფეროს იყოს. სხვადასხვა ზომის პრინტის სამოსი თქვენს სტილს ინდივიდუალობას შესძენს.

რჩევები მოდური ქალბატონებისათვის


#5 შექმენით კომბინაციები.

არ არის აუცილებელი გარდერობში უამრავი სამოსი გქონდეთ. ერთი და იგივე სამოსით შეგიძლიათ სხვადასხვა კომბინაცია შექმნათ და თქვენი სტილი უფრო გაამრავალფეროვნოთ.

რჩევები მოდური ქალბატონებისათვის


#6 გამოიყენეთ აქსესუარები.

შეუხამეთ ერთმანეთს სპორტული და კლასიკური სტილი.
სწორად შეარჩიეთ აქსესუარები და ფერთა შეხამება. ორი ფერის კომბინაციაზე, თქვენი ლუქი აქსესუარებით გამოკვეთეთ.

რჩევები მოდური ქალბატონებისათვის


#7 აღმოაჩინეთ ის, რაც ყველაზე მეტად უხდება თქვენს ტანს.

ოლივია პალერმომ კარგად იცის თუ როგორი ლუქი შექმნას. მაღალწელიანი მოკლე ქვედაბოლო მისი სტილის ერთ-ერთი გამორჩეული სამოსია. მეგობრების დახმარებით, იპოვეთ სამოსი, რომელიც უხდება თქვენს სილუეტს, იქნება ეს შარვალი თუ ქვედაბოლო.

რჩევები მოდური ქალბატონებისათვის


#8 არ აღიქვათ ეს სერიოზულად.

იმისათვის რომ გამოიყურებოდეთ გამორჩეულად, აუცილებელი არ არის ჟურნალის რედაქტორივით გეცვათ. სამოსის ჩაცმით უნდა ისიამოვნოთ, გამხიარულდეთ, გამოხატოთ თქვენი განწყობა.

რჩევები მოდური ქალბატონებისათვის


#9 აირჩიეთ ინდივიდუალური მაკიაჟი.

თქვენი გარეგნობის გამორჩეული დეტალის საიდუმლო, შეიძლება ლამაზი ფერის ტუჩსაცხი ან თვალის ლაინერი იყოს.
ინდივიდუალურ სტილს მსუბუქი მაკიაჟი სხვა ელფერს აძლევს.

რჩევები მოდური ქალბატონებისათვის


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top