7 January 2015      Ancho.     Views 5 865    
Category: Fashion / Fun, Interesting

http://24.media.tumblr.com/ec7d6ebf4331f9dbfcd5fff421acb2de/tumblr_mh4ph45rp21rqoea4o1_500.gif

ეროტიკა მოდაში

სექსის თემის შესახებ ინტერესი ადამიანის ბუნებაშია. ეპოქების განმავლობაში დიზაინერები იყენებენ ეროტიკულ ალუზიებს მოდაში, რითიც მარადიულ შედევრებს ქმნიან. იმ შემთხვევაში თუ კი დაშვებულ საზღვრებს გადასცდებიან, შესაძლოა მათი ჩანაფიქრი უხამსობასა და უგემოვნებაში გადაიზარდოს. გთავაზობთ ბოლო წლების ყველაზე სექსუალურ ტრენდებს, რომლებიც ეროტიზმს ქალურობასთან აკავშირებს და არა ვულგარულობასთან.

მე-20 საუკუნის განმავლობაში ყველა თაობა თავის კანონებს ამკვიდრებდა. არტ დეკოს პერიოდში მოხდა კორსეტებისგან განთავისუფლება. 30-იანი წლების ჰოლივუდმა ტრიუმფი მოახდინა მოდის სამყაროში, რადგანაც იდეალად ქალის ფიგურაზე ხაგზასმა დაამკვირდა, კერძოდ კი გამოკვეთილი წელი. 60-იანების სიახლე მინი ქვედაბოლოები იყო, რომელიც სექსუალური რევოლუციის სიმბოლო გახდა. ყალიბდებოდა მოდური ეროტიზმის ახალი გაგება: ქალბატონი მამაკაცის ხასიათში და მიამიტი სტილი.
ეროტიკა მოდაშიეროტიკა მოდაში
70-იანებში, როდესაც პოდიუმზე ჰიპები მეფობდნენ, დაიბადა სექსუალურობის ინტელექტუალური გაგება.მოდის სამყაროს რეფორმატორმა და პროვოკატორმა ივ სენ ლორანმა ქალი ლეგენდარული სმოკინგითა და გამჭვირვალე ქსოვილებისგან შეკერილი კაბებით შემოსა. ქალურობისა და მამაკაცურობის საოცარი კონტრასტი ახალი მიმდინარეობა გახდა ეროტიკულ მოდაში.

ეროტიკა მოდაში
80-იანები დასამახსვრებელი გახდა გამომწვევი სექსუალური ხასიათით. ქალები ატარებდნენ ფერად ლასინებს, მოკლე ტყავის კურტკებს, ტანზე მოჭერილ კოსტუმებს, პლატფორმებსა და საოცრად მოკლე ქვედაბოლოებს. მაკიაჟიც ნათელი და გამომხატველი ჰქონდათ.

ეროტიკა მოდაში
90-ანების სექსუალურ რევოლუციაში იტალიელმა დიზაინერებმა შეიტანენს წვლილი. მათ პოდიუმზე მოდელები ტოპ ბიუსტებში, აგრესიულ მინი ქვედაბოლოებში, გამჭვირვალე კაბებსა და მიკრო შორტებში გამოიყვანეს. ქალების მთავარი იდეალი რობერტო კავალისა და ვერსაჩეს მდიდრული კაბები გახდა.

ამ ტენდეციების პარალელურად, ბელგიელი და იაპონელი ახალგაზრდა დიზაინერები მინიმალიზმის აღორძინებას ახდენდნენ. ისინი უნისექსსა და ანდროგენულ სტილს აყალიბებდნენ, ფორმებისა და სილუეტების უბრალოებას. მდიდრული სექსუალურობის ეროტიკული დეტალები ბრენდებისგან Versace, Dolce&Gabbana და Roberto Cavalli უპირისპირდებოდნენ ინტელექტუალიზმსა და კონცეპტუალიზმს ბრენდებისგან Dries Van Noten, Calvin Klein, Martin Margiela და Jil Sander. სუპერმოდელებსა და გლამურის ეპოქა წარსულს ჩაბარდა და ღია სექსუალურობამ ახალი მიმართულებით ჰპოვა განვითარება.

http://n1s1.hsmedia.ru/0b/5d/b3/0b5db39265b0464f4eafb35cd49221e6/690x428_1_2c1caf562fcea04db30d0592020b52e2@520x323_0xc0a83945_20277225281374568671.jpg


მარტივი სექსუალურობა

Roberto Cavalli, Dolce&Gabbana, Versace, Herve Leger

ღიად გამოხატული, მარტივი და დაუფარავი სექსუალურობა ბევრი იტალიელი დიზაინერის კოლექციაში დამკვიდრდა. ჯენი ვერსაჩე(მანამდე კი მისი და დონატელა ვერსაჩე), რობერტო კავალი, დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა, რომლებიც ქალის სხეულს აღმერთებდნენ, ცდილობდნენ ის თავისი წვრილმანებით გამოეხატათ. ფრანგმა ჰერვ ლეგერმა თავისი სავიზიტო ბარათი კორესტებზე დაყრდნობილი სილუეტი გახადა. მისი საფირმო ბანდაჟ კაბები სექსუალური სტილის მოყვარულთათვის ფავორიტი გახდა.
http://lookchic.ru/image/data/%D0%BA%D0%B0%D1%82%D0%B5%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%B8%D0%B8/Herve-Leger-V-neck-bandage-dress-1.jpg

ქალის სექსუალურობის მარტივი გაგებისა და დინამიური ტენდეციებისადმი გულგრილობის გამო ბრენდები ხშრად ხდებიან მოდის ექსპერტების კრიტიკის ქარცეცხლში. ჰერვ ლეგერის კორსეტის სილუეტები არ იცვლება წლობით, კავალი სეზონიდან სეზონამდე რჩება ლეოპარდის პრინტის ერთგული. მიუხედავად ამისა, ბრენდები,რომლებიც მასაში ეროტიკის პროპაგანდას ეწევიან, უამრავი თაყვანისმცემლები ჰყავთ.

http://n1s1.hsmedia.ru/d9/81/04/d9810483585231eb5223493e5ba4eef8/520x686_0xc0a83945_1505792181374568671.jpg


მთავარი ტრენდები

ცხოველის პრინტი

ცხოველის პრინტები ძირითადად რობერტო კავალისა და ვერსაჩეს კოლექციებში, ღია აგრესიულობისა და ფატალური სექსუალურობის გამომხატველია. ლეოპარდის კულტი კოლექციიდან კოლექციაში ეროტიზმისა და ქალურობის გამაერთიანებელია.

http://n1s2.hsmedia.ru/a0/d3/f8/a0d3f86a31742b16733e756b7a6f0365/520x392_0xc0a83945_12816126731374568671.jpg

JUST CAVALLI FALL/WINTER 2008/2009
ეროტიკა მოდაში
ეროტიკა მოდაში

ცნობილები ტრენდში

საზღვარს ტრენდულობასა და ვულგარულბას შორის ყველა სელებრითი ვერ იცავს. ხშირად პოპულარული ლეობარდი საღამოს წვეულებებზე იჩენს თავს.

http://n1s1.hsmedia.ru/0a/74/b0/0a74b09883c8d09b73f26732924be2de/520x410_0xc0a83945_12183707731374568672.jpg


ბეწვი და ტყავი

სექსუალური აგრესია წარმატებიტ გამოიხატება ბეწვისა და ტყავის ელემენტებში. შეშველ სხეულზე შემოცმული ფერადი შუბები, ტყავის ჩანართები, ლუქს ეროტიულ ელფერს ანიჭებს.

http://n1s1.hsmedia.ru/a9/64/4b/a9644bcae34350004dd56467afb52bef/520x384_0xc0a83945_16307056401374568672.jpg

ეროტიკა მოდაში

ცნობილები ტრენდში

ბეწვი და ტყავი დიდი პოპულარობით სარგებლობს ცნობილ ადამიანებში. მსახიობები თუ მომღერლები დიდი სიამოვნებით ახდენენ ბეწვეულის დემონსტრირებას. ბეწვისადმი საოცარი სიყვარული აკავშირებთ ბურლესკის დედოფალს დიტა ფონ ტიზს, ქეით მოსსა და კიმ კარდაშიანს.

http://n1s1.hsmedia.ru/f6/ae/a9/f6aea9abacfedbe05f997ef8223990ec/520x398_0xc0a83945_5457190391374568672.jpg

ეროტიკა მოდაში

კორსეტები

გადაჭარბებული ქალურობა, ხაზგასმული დეტალები და გამომწვევი დეკოლტე დიზაინერების საყვარელი არჩევანია. ეროტიზმს ისინი თავიანთ საფირმო ნიშნადაც ხდიან.

http://n1s2.hsmedia.ru/43/3e/bd/433ebd090233ff7519be2a74562145a1/520x352_0xc0a83945_1284161491374568672.jpg

http://n1s2.hsmedia.ru/d6/9a/79/d69a79c71ab12e1c770eef07a6022297/520x347_0xc0a83945_12684069941374568672.jpg

http://n1s1.hsmedia.ru/1d/a8/8c/1da88c8001316e4317f04becfa3cdfa1/520x410_0xc0a83945_645429561374568672.jpg


ცნობილები ტრენდში

ზოგიერთ ცობილ ქალბატონს შეუძლია საკუთარი ტანი სრულად გამოკვეთოს და ისინი ხანდახან ჰიპერსექსუალურ სილუეტს ანიჭებენ უპირატესობას. მინიატურულ გოგონებში მოჭერილი კორსეტები იდეალურად ზის.

http://n1s1.hsmedia.ru/46/a7/91/46a7919e67be9a82217b8021c69e7fca/520x441_0xc0a83945_8724805861374568672.jpg


მინი

სექსუალური რევოლუციის სიმბოლო მინი ქვედაბოლო დღესაც აქტუალურ ეროტიკულ ელემენტად ითვლება მოდაში. მაქსიმალურად მოშიშვლებული ფეხები შოკი იყო 60-იანებისთვის, 90-იანებში კი ქალთა გარდერობის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი გახდა. ახალ საუკუნეში ოდნავ დაკარგა აქტუალურობა, თუმჩა ტრიუმფით დაბრუნდა 2010 წელს.

http://n1s1.hsmedia.ru/ed/5f/d8/ed5fd83a9c7a42c9d1c45ad312d6fb60/520x347_0xc0a83945_5392370601374568672.jpg


ცნობილები ტრენდში

ცნობილებისათვის ეს სექსუალური ტრენდი მართლაც ფავორიტია. მინი იუბკებსა და მიკრო შორტებს ატარებენ რიანა, ბლეიკ ლავლი, დები ოლსენები, სწორ ფეხებს ამეურებენ მირანდა ქერი და ქეით მოსი.

http://n1s2.hsmedia.ru/04/1a/b3/041ab3741ec5b766441abb5adfdc5924/520x450_0xc0a83945_6990538441374568672.jpg


ინტელექტუალური სექსუალურობა

Yves Saint Laurent, Calvin Klein

ლაკონურობა, ტონებში თამაში, ზოგ შემთხვევაში თავდაჭერილობა, მოსაჩვენებელი მოკრძალება ეროტიულობის შემადგენელი ასპექტებია. ოდნავ გამოჩენილი ლავიწები, მხრები და მკერდი, რომლებიც გამჭვირვალე შიფონითაა დახურული, მინი ქვედაბოლოები, რომლებიც კომპენსირდება მკაცრი ჟაკეტებით და ყელამდე ბლუზებით, მთავარია "ჭკვიანი ეროტიულობა".
ეროტიკა მოდაში
ინტელექტუალური სექსუალურობის ჩამოყალიბება ივ სენ ლორანის დამსახურებაა. მის მუზას, ფრანგ მსახიობ კატრინ დენევს ჩააცვა რა სმოკინგი, დიზაინერმა მოდაში ეროტიკას ახალი გაგება მიანიჭა. სექსუალურობისა და მამაკაცური სიმკაცრის შერწყმამ მართლაც რომ ფურორი მოახდინა. ივ სენ ლორანის ჩანაფიქრი კალვინ კლეინმა და ლანვინმაც განავითარეს.

http://n1s2.hsmedia.ru/87/c0/18/87c0182794fdbff01c0c84c8b8e682be/520x426_0xc0a83945_8448669501374568672.jpg

http://files.geometria.ru/pics/original/030/888/30888925.jpg


მთავარი ტრენდები

აბრეშუმი შიფონი კრუჟაო

ყველაზე ეროტიულად ითვლება გამჭვირვალე ქსოვილი, რომელიც გარკვეულ ადგილებს ასაიდუმლოებს და საოცარ ინტრიგას თესავს. კრუჟაო და აბრეშუმი, რომლებიც სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს აჩენენ, დიზაინერების შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

http://n1s2.hsmedia.ru/0a/bf/9a/0abf9a76553f204806201a0d8854b2cd/520x449_0xc0a83945_2998752931374568672.jpg


ცნობილები ტრენდში

ჰოლივუდის ვარსკვლავებს უყვართ გარისკვა და ხშირად ნახევრად ღია კაბებითა და ტოპებით გვევინებიან მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც კი. მოდის კრიტიკოსები წლობით განიხილავენ მათ საოცრად თამამ ნაბიჯებს.

http://n1s2.hsmedia.ru/e7/88/2a/e7882a5378454c4180d2e83b1ff34035/520x605_0xc0a83945_13618913731374568673.jpg


სმოკინგი
http://n1s2.hsmedia.ru/73/3d/b5/733db5aae2c290cc514d90c78d6d74b4/520x392_0xc0a83945_13052314861374568673.jpg

ქალურობისა და სექსუალურობის გაოხატვა მამაკაცურობით ეროტიზმის ცალკე გაგებაა. შიშველ სხეულზე ჩაცმული დახურული კოსტუმი საუკეთესო წარმოჩინებაა ინტელექტუალური სექსუალურობის.

ეროტიკა მოდაშიეროტიკა მოდაში

ცნობილები ტრენდში

სმოკინგი დიდი ხანია ცნობილების საყვარელ შესამოსელს წარმოადგენს. ანჯელინა ჯოლი, სკარლეტ იოჰანსონი, ქეიტ უინსლეტი ტუ ემა სტოუნი - ყველა მიმართავს ამ ხერხს.

http://n1s2.hsmedia.ru/7a/d4/1c/7ad41c4e78f4f4aae494d9c0232ef90e/520x478_0xc0a83945_17876876611374568673.jpg


წვრილი ქუსლები

სალვადორ ფერაგამოს მიერ 1950 წელს წარმოდგენილ მამაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ახალმა სტილმა უცებ დაიმკვიდრა ადგილი ინტელექტუალურ სექსუალურობაში. ფეხაცმელები წვრილ ქუსლზე ყველა ქალს ხიბლავს. ის ფეხებს უფრო მაღალს და ლამაზს აჩენს, სიარულს მეტად მომხიბვლელს. ამასთან ეს სექსუალური დეტალი არასოდეს ყოფილა საეჭვო ან ტაბუდადებული ტრენდი, რადგანაც ყოველთვის ელეგანტურად რჩებოდა.

http://n1s2.hsmedia.ru/4c/2d/25/4c2d25c094492a4251b49540121d04ad/520x290_0xc0a83945_1423579091374568673.jpg

http://n1s1.hsmedia.ru/7d/b8/bb/7db8bb6ae58b187f13a97d675af26c01/520x390_0xc0a83945_7465905021374568673.jpg

http://n1s1.hsmedia.ru/a3/64/e6/a364e6dc0a5a909bb8bc62f3dc3ee306/520x491_0xc0a83945_9013398391374568673.jpg


ცნობილები ტრენდში

ვარსკვლავები წვრილ ქუსლიან ფეხსაცმელს იყენებენ როგორც საღამოს კაბებზე, ასევე წვრილ ჯინსებზე, შორტებსა და საზაფხულო ლუქებზე.

http://static.iledebeaute.ru/files/images/imgsng/part_3/67402/src/%D0%9A%D0%B0%D0%BC%D0%B5%D1%80%D0%BE%D0%BD%20%D0%94%D0%B8%D0%B0%D0%B7%20%D0%BE%D0%B1%D0%BE%D0%B6%D0%B0%D0%B5%D1%82%20%D0%B5%D0%B5%20%D1%87%D0%B5%D1%80%D0%BD%D1%8B%D0%B5%20%D1%88%D0%BF%D0%B8%D0%BB%D1%8C%D0%BA%D0%B8%20Casadei.jpeg


სექსუალური ეპატაჟი

Jean Paul Gaultier, Alexander McQueen, John Galliano

ზოგიერთი დიზაინერისათვის ეროტიკული ელემენტები მთავარი შთაგონების წყაროა. ჯონ გალიანო, ჟან პოლ გოტიე, ალექსანდერ მაქუინი-სწორედ ეს დიზაინერები არიან სექსუალური ეპატაჟის შემქმნელები. ეწევიან ტაბუდადებული თემების პროპაგანდას. ღია აგრესია, ირონია, თეატრალურობა, აქცენტი სექსუალურობაზე-ბრწყინვალე გამოხმაურებას ჰპოვებდნენ კრიტიკსებში მაგრამ ნაკლებ განხორციელებას რეალობაში. მაგრამ ის პოპ ვარსკვლავებსმა შეიყვარეს.

http://n1s2.hsmedia.ru/06/87/4f/06874faaf7bff8b860e123bc494ea944/520x378_0xc0a83945_6695224211374568673.jpg


კორსეტები, წელის 40 სანტიმეტრამდე შემცირება, თეატრალური ნიღბები, მეტალი, თხელი წინდები-ალექსანდერ მაქუუინის მთავარი დეკორაციებია.
ეროტიკა მოდაში
ეროტიკა მოდაში

ცნობილები ტრენდში

ეპატაჟური სექსუალურობის მთავარ გამომხატველად მადონა ითვლება,მას არ ჩამორჩება ლეიდი გაგა.


ეროტიკა მოდაში

Category: Fashion / Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top