;

26 December 2014      TataNakani     Views 5925    
Category: Fashion

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა
10 ქალბატონის გამორჩეული სილამაზის საიდუმლო


გამოიყურებოდე კარგად, ეს არც ისე ადვილია. სილამაზის საიდუმლო ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს. ძველი თუ ახალი მეთოდებით მიღწეული შედეგი ყველასთვის განსხვავებულია. მანამ სანამ სილამაზისთვის უამრავი ფულის დახარჯვა არ შეგიძლიათ, ენჯელ.ჯი 10 ულამაზესი ქალბატონის ჩვევას გაგაცნობთ, რომლებიც დაგეხმარებიან იპოვნოთ თქვენი სილამაზის საიდუმლო. უპირველესყოვლისა, იგრძენით საკუთარი სილამაზე, ჩვენი რჩევები კი ახალი აღმოჩენების პოვნაში დაგეხმარებათ.

ქეით მოსის სახის სილამაზის საიდუმლო სახის ზეთშია. ყოველ დილას თქვენი
სახის კანისთვის ზეთის მასაჟი კანს ბუნებრივ ელასტიურობას შესძენს.

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა


ბლეიკ ლაივლის ულამაზესი თმის საიდუმლო მაიონეზშია!
დაზიანებული ბოლოების სამკურნალოდ და თმის დასარბილებლად მაიონეზი დაგეხმარებათ.

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა


ჯოან სმოლსის სახის კანის ჰიდრატაციისთვის ზეთის ორი წვეთიც საკმარისია
ღამის კრემთან ერთად. განსაკუთრებით, ზამთარში აუცილებელია სახის კანის დატენიანება.

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა


ქენდის სვანეპოლი ყოველ დილას სახეს ცივი წყლით იბანს. ცივი წყალი
კარგად გამოფხიზლებასა და ენერგიული დღის დაწყებაში დაგეხმარებათ.

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა


ტაირა ბენქსი ხშირად არ იკეთებს მძიმე მაკიაჟს. მას ზუსტად 6 წუთში შეუძლია გაიკეთოს ისეთი მაკიაჟი, რომელიც მას სჭირდება. იყენებს მხოლოდ ყველაზე საჭირო კოსმეტიკას მსუბუქი მაკიაჟისათვის.

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა


დოუთზენ კრუსის ულამაზესი თმის საიდუმლო ქოქოსის ზეთშია. წაისვით ქოქოსის ზეთი და მთელი დღის განმავლობაში დაიტოვეთ. როგორც დოუთზენი ამბობს, მთელი დღე თმა არც ისე კარგად გამოიყურება, თუმცა ჩამობანისთანავე იგრძნობა თმის სირბილე.

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა


მოლი სიმსი მისი ბრწყინვალე სახის კანისთვის ანტიოქსიდანტებით იკვებება.
ყოველ დილას ცირცელი მისი მენიუს განუყოფელი ნაწილია.

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა


ჯეიმი კინგმა იცის თუ რა ფერის თმა უხდება ყველაზე მეტად. თმის შესაბამის ფერთან ერთად მოციმციმე ატმისა და ვარდისფერი ჩრდილების მეშვეობით ის იქმნის ოქროს ბრწყინვალებას.

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა


ჯენიფერ ლოპესმა იცის რომ ბრწყინვალება სახის კანით იწყება. ყველა მისი მაკიაჟის პროცედურა სახის კანის ზეთით დატენიანებით იწყება. ზეთი თქვენს სახის კანს სიპრიალესა და სინათლეს მიანიჭებს.

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა


ლოურენ კონრადი ხშირად ასვენებს თმას მუდმივად ცხელი ფენისაგან. ამბობს, რომ გადატვირთული მძიმე ვარცხნილობების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რამდენიმე დღე მაინც არ გამოიყენოს ფენი. დიდი ტემპერატურის გარეშე გაიკეთოს ვარცხნილობა, ისე რომ თმა ნაკლებად დააზიანოს.

ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top