24 December 2014      TataNakani     Views 3 507    
Category: Fashion / Photos



Dolce & Gabbana-ს 2015 წლის საზაფხულო კოლექცია

Dolce & Gabbana 2015 წლის საზაფხულო
კოლექციის სარეკლამო კამპანია


Dolce & Gabbana-ს იტალიური მოდის სახლი 1985 წელს დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას თაოსნობით შეიქმნა. მათი პირველი კოლექცია 1985 წლის ოქტომბერში წარდგა მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წინაშე. დომენიკოსა და სტეფანოს არ ჰქონდათ საშუალება მოდელებისთვის თანხა გადაეხადათ, პირველ ჩვენებაზე მოდელების ამპლუა მეგობრებმა მოირგეს. ლუქის სრულყოფილებისათვის Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ისინი თავიანთ სამოსსაც იყენებდნენ.

2014 წელს კი Dolce & Gabbana მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მოდის სახლია. ესპანური კულტურის გავლენით სიცილიურ ტრადიციებზე ახალი, 2015 წლის საზაფხულო კოლექცია შეიქმნა. ამჯერად, Dolce & Gabbana-ს საზაფხულო კამპანიის მოდელები არიან: Bianca Balti, Blanca Padilla, Irina Sharipova, Vittoria Ceretti, Misa Patinsky, Travis Cannata and Xavier Serrano. იტალიური და ესპანური ელემენტების შერწყმით შექმნილი კოლექცია Dolce & Gabbana-ს მომდევნო წარმატების საწინდარია.




2015 წლის კამპანიის ფოტოგრაფი: დომენიკო დოლჩე
შემოქმედებითი იდეის ავტორი: სტეფანო გაბანა
ვიზაჟისტი: პატ მგრატი
სტილისტი: ორიბე კანალესი
















ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Photos
Tags:

Share it
Comments
Back to Top