23 December 2014      TataNakani     Views 30 241    
Category: Fashion / Horoscope

ზოდიაქოს ნიშანთა გავლენა სტილზე

ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის შინაგანი სამყაროს სახეა. ეს არის ფანჯარა, რომლის მიღმაც ადამიანები სამყაროს ხედავენ. სამყარო კი თითოეულ ადამიანს. ყველა პლანეტას აქვს თავისი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც მართავს. ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია განსაზღვროს ადამიანის პიროვნული სახე, თვისებები, ჩვევები. ის დიდ გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობაზე, სტილსა და ცხოვრებაზე. წარმოუდგენელია, თუმცა ზოდიაქოს ნიშანს თქვენს სტილზეც აქვს გავლენა.

ვერძი- მეომარი ზოდიქოს ნიშანი ყოველთვის იბრძვის თავისი პიროვნების დასაცავად. ვერძებმა უნდა იგრძნონ სიცოცხლისუნარიანობა და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ყველა აქტივობაში. სამყაროს წინაშე ისინი თავდაჯერებულნი უნდა დადგნენ. იგრძნონ თავიანთი სიძლიერე და კომფორტი ყველა სიტუაციაში. სპორტული და სექსუალური, ეს ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა დამახასიათებელი სტილია.



კურო- მიწიერი ზოდიაქოს ნიშანი პრაქტიკული ადამიანია. უყვარს თავის წარმოჩენა. სიმშვიდის, სიმარტივის შეგრძნება და მუსიკა მისი ცხოვრების თამდევები არიან. კურო აფასებს კლასიკურ სტილს. ზოგადად, კონსერვატულია და ზრუნავს იმაზე, რომ მხოლოდ ხარისხაიანი სამოსი ეცვას. კუროს გარდერობი მოიცავს ძვირადღირებულ სამოსს, რომელიც ეხმარება მას საუკეთესოდ წარმოაჩინოს საკუთარი თავი.



ტყუპები- ცნობისმოყვარე, დაკვირვებული და კონცეპტუალური ზოდიაქოს ნიშანია. ტყუპებს უყვართ ობიექტურობა, მოგზაურობა და განათლებს მიღება. მოგზაურობის შემდეგ მათ შეუძლიათ გააერთიანონ სხვადასხვა სტილთა ელემენტი. მათი სტილი ექსპრესიულია, რომელიც ყოველთვის მათ ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. აქსესუარები ეხმარებათ მათ სტილისა და პიროვნული თვისებების უკეთ წარმოჩენაში.



კირჩხიბი- მგრძობიარე, მზრუნველი და სუბიექტურია. უყვარს კრეატიულობა, ნაზი და ჰაეროვანი ქსოვილები. გამორჩეული სტილი, ყოველთვის წამოაჩენს მას. უყვარს კლასიკური სტილი. ამავდროულად, ტენდენციებსაც ადევნებს თვალს. ელეგანტური სამოსი მისი გარდერობის განუყოფელი ნაწილია.



ლომი- კრეატიული, ამაყი და ძლიერია. ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა დამახასიათებელი თვისება პირველობის სურვილი და მაღალი თვითშეფასებაა. ლომს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ის კარგად გრძნობს თავს საკუთარ სტილში. ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ეცვას ძვირადღირებული სამოსი და ამით გაუსვას ხაზი მის წარმატებულ ცხოვრებას.



ქალწული- ანალიტიკური აზროვნებით გამორჩეული პიროვნულ ზრდაზე ორინტირებული ზოდიქოს ნიშანია. უყვარს ორგანიზებულობა და შრომა. უპირატესობას კომფორტულ სტილს ანიჭებს. შესაბამისად, მის გარდერობში კომფორტული და მოდური სამოსი ჭარბობს.



სასწორი- გამორჩეულია მისი შემოქმედებითი, სოციალური შეგნებითა და დიდებული სტილით. სილამაზე და დიპლომატიურობა მისი სტილის განუყოფელი ნაწილია. სასწორს საზოგადოებაში ყოფნა უყვარს. მას რაც არ უნდა ეცვას: ჯინსი, კაბა, პერანგი და ქვედაბოლო თუ სხვა, ყოველთვის თავის თავისთვის იცვამს, თუმცა სხვების აზრიც აღელვებს. სასწორის მიზანია სწორი და მოდური არჩევანი გააკეთოს.



მორიელი- მის სტილზე ყოველთვის აისახება მისი ემოციური მდგომარეობა, რა ხდება მის პირადსა და პროფესიულ საქმიანობაში. მორიელისთვის აუცილებელია იგრძნოს სიძლიერე და სექსუალურობა. დრამატული და ქარიზმატულია, რომელიც მუდამ იმსახურებს პატივისცემას. მის გარდერობში არ ჭარბობს უსარგებლო ნივთები. მორიელი კონცენტრირებულია ხარისხიან სამოსზე.



მშვილდოსანი- ენთუზიაზმი, პოზიტიური განწყობა, ენერგია და საქმეზე ორიენტირებულობა მის პერსონალურ სტილს ყველასგან გამოარჩევს. მშვილდოსანი სპონტანურია, უყვარს სულიერი შესწავლა და თავგადასავლები. მას უყვარს ფერები, რომლებიც ეხმარება თვითგამოხატვაში. მრავალფეროვანი სტილი მის თავგადასავლურ ცხოვრებას წარმოაჩენს. ცეცხლის ნიშანს, არ აქვს პრობლემები. მისი მოდური სტილი მხიარულ და კეკლუც თვისებებს უსვამს ხაზს.



თხის რქა- სერიოზული, მოტივირებული და დისციპლინის მოყვარულია. ეს თვისებები ეხმარება მას პერსონალური სტილის ჩამოყალიბებაში. თხის რქა თავს კომფორტულად მაშინ გრძნობს, როდესაც ყველაფერს აკონტროლებს. უმეტეს შემთხვევაში კონსერვატული სტილი აქვს, რომელიც მის ინდივიდუალურობას წამოაჩენს. ორიენტირებულია ხარისხსა და პრაქტიკულობაზე.



მერწყული- ინდივიდუალური და უნიკალურია. თავისუფლების შეგრძნება, ინტუიცია და გულუხვობა მისი განუყოფელი თვისებებია. იმ შემთხვევაშიც, თუ მერწყულს უნიფორმა აცვია, მას მისი ინდივიდუალური სტილი მაინც ეტყობა. არ მიჰყვება ტენდენციებსა და ტრადიციულ სტანდარტებს, ის თვითონ ქმნის მათ.



თევზები- მათი ემოციური და კრეატიული ურთიერთობები მგრძობიარე და დახვეწილ სტილს ქმნის. ოცნებები, სულიერი და ხელოვნური ექსპრესიები მათი ცხოვრებისეული მოკავშირეები არიან. თევზებს შეუძლიათ ყველაფერი ეცვათ და თავი კომფორტულად იგრძნონ. მანამ სანამ ისინი თავის ემოციურ მდგომარეობას სტილზე ასახავენ, მათი არჩევანი ყოველთვის გაამართლებს. მოდური, მაგიური და გლამურით სავსე სტილი, თევზების დამახასიათებელია.


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Horoscope
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top