;

18 December 2014      Ancho.     Views 18731    
Category: Fashion

http://31.media.tumblr.com/6ec44a3082b9c4c7c35f868ba02afb7f/tumblr_mueszygyam1spdthso1_500.gif


ცნობილი მოდის სახლების შემქმნელები და მათი შემცვლელები
გუშინ, დღეს, ხვალ

ხშირად ცნობილ დიზაინერებს "საქმიდან გასვლა" უწევთ. მათ მიერ შექმნილი ხაზი კი არსებობას და განვითარებას უნდა განაგრძობდეს. ღირსეული შემცვლელები-დიდი წარმატებაა მოდის ბიზნესში. ცნობილი მოდისა და ბრენდების შემქმნელებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ მათი შემცვლელების ხელში. მოდით გადავხედოთ ცნობილი ბრენდების შემოქმედი დიზაინერების ისტორიას.

http://38.media.tumblr.com/tumblr_lwx3u61ilW1r8wkd0o1_500.gif



ვალენტინო / VALENTINO

დიზაინერთა შემცვლელებიდიზაინერთა შემცვლელები

2007 წლის სექტემბერში ვალენტინო გარავანიმ პენსიაზე გასვლა გამოაცხადა. კრიტიკოსები ცხარედ მსჯელობდნენ თუ ვინ შეცვლიდა უკანასკნელ მოდის ლეგენდას. სულ მალე, ვალენტინოს სადავეები ხელთ ალესანდრა ფაკინეტიმ აიღო. მაგრამ მან მოდის სახლში ერთ წელზე ცოტა მეტი გაატარა. მიუხედავად მოდური რედაქტორების დიდი სიყვარულის დამსახურებისა, მას არ ჰყოფნიდა ვალენტინოს მასშტაბის იდეები. 2008 წლიდან ვალენტინოს ყველა ხაზს - ქალის, კაცისა და haute couture-ს მარია გრაცია კიური და პიერპაოლო პიკოლი ქმნიან. უზადო თარგი და მოდელების სილუეტისათვის მატერიალის იდეალური შეხამება-ვალენტინოს შემოქმედებაში/"იტალიელი პარიზში". თითქოს იტალიელი ოსტატების ტრადიციების აღორძინება მოხდა.

დიზაინერთა შემცვლელები
დიზაინერთა შემცვლელები

და რა თქმა უნდა, ფერების გენიალური ფლობა და მორთვის ხელოვნება: კრუჟაო და ნაქარგი არამარტო დეკორატიული ფუნქციის მატარებელია, ის ასევე მუშაობს ფორმაზე. ქალურობის შარავანდედი თითოეული დიზაინერის კოლექციის შესანიშნავი წარმოჩენის საშუალებაა. და მათი მოდელები: კაბა გამოკვეთილი წელით, დახურული დეკოლტე და გრძელი სახელოები და ასევე თანამედროვე ფორმები-იწვევენ დღევანდელობისთვის უჩვეულო თავდაჭერილობისა და სიფაქიზის გრძნობას.

დიზაინერთა შემცვლელებიდიზაინერთა შემცვლელები
დიზაინერთა შემცვლელებიდიზაინერთა შემცვლელები

ალექსანდრ მაქქუინი / ALEXANDER MCQUEEN

დიზაინერთა შემცვლელებიდიზაინერთა შემცვლელები
დიზაინერთა შემცვლელებიდიზაინერთა შემცვლელები

2010 წლის თებერვალში ალექსანდრ მაქქუინი გარდაიცვალა და უკვე მაისის დასაწყისში მისი "მარჯვენა ხელი" და მაქქუინის ქალის ხაზის მთავარი დიზაინერი სარა ბერტონი დაინიშნა ხაზის კრეატიულ დირექოტრად. მას უკვე მოუწია შემოდგომა/ზამთრის 2010/11ის კოლექციის დასრულება. სხვა ვინ, თუ არა ის, მოდის სახლში ჯერ კიდევ სტაჟიორად ნამყოფი გოგონა.

დიზაინერთა შემცვლელებიდიზაინერთა შემცვლელები

ზღაპრულობა, დრამატიზმი და ექსპრესია- მაქქუინისათვის წარმოადგენდა ფორმას, რომლის გავლენითაც ის ატარებდა ექსპერიმენტებს სილუეტსა და გაფორმებაში. დიზაინერი ინტერესდებოდა ბუნებრივი ორგანიზმებით: ფოთლებით, პეპლებით, მწერებით-არა სტილიზაცია, არამედ რეალური ანთროპომორფული ხასიათები. ალექსანდრ მაქქუინის კოლექციებში, ალექსანდრემდე და მერეც, იყო აბსტრაქტული გაგება "კაბა-პეპელა" და "კაბა-ფოთოლი". სარა ბერტონმა წარმატებით განაგრძო მაქქუინის ესტაფეტა. ამ ზამთრის კოლექციებში ტრაპეციის ფორმის სილუეტი ყვავილოვანი ქვედაბოლოებით მოგაგონებთ ძველ თოჯინებს, ხოლო მათი მორთულობა აღძრავს მგრძნობიარე შეგრძნებებს.

დიზაინერთა შემცვლელებიდიზაინერთა შემცვლელები


ჯილ სანდერი / JIL SANDER

დიზაინერთა შემცვლელებიდიზაინერთა შემცვლელები

3-ჯერ მიტოვა მან 1973 წელს შექმნილი ბრენდი და სამივეჯერ იდეათა გენერატორად ჩაითვალა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებელი მოდელიერი, გერმანლი ჯილ სანდერი ევროპული მინიმალიზმის კანონდამცველი გახდა. ჯილ სანდერის სტილი ყოველთვის იყო ამოუცნობი, ხოლო გაფორმება სამაგალითო. "მინიმალიზმის დედოდფალი" ს მეორე წასვლის შემდეგ, ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა კოლექციისათვის ესთეტიკის სულისჩამდგმელი რაფ საიმონსი.

დიზაინერთა შემცვლელები
დიზაინერთა შემცვლელები

2012 წლის თებერვალში ჯილი კვლავ ჩაუდგა სახლს სათავეში, ზუსტად რაფ საიმონსის მოულოდნელი წასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ. პრესა 68 წლის დიზაინერის დაბრუნებას აიგივებდა კოკო შანელის ისტორიასთან, რომელმაც განიცადა მეორე კარიერული ტრიუმფი არც ისე სახარბიელო ასაკში. რაფ სიმონსი მალე დიორში გადავიდა, ჯილ სანდერმა კი 6 კოლექცია შექმნა და კვლავ დატოვა მშობლიური ბრენდი, როგორც ჩანს სამუდამოდ.

დიზაინერთა შემცვლელები

ითვლება, რომ დიზაინერის სამივე წასვლის შემთხვევაში, პრინციპული სანდერი კონფლიქტში მოდიოდა ბრენდების მფლობელებთან: თავიდან პრადას ჯგუფთან, შემდეგ Onward Holdings-თან, გამოვიდა რა ბრენდის კომერციალიზმის წინააღმდეგ. ჯილ სანდერის კოლექციას, რომელიც ბუტიკებში იყო წარმოდგენილი, "ანონიმურ დიზაინერთა ჯგუფი" აწრმოებდა. წინა წლის ზაფხულიდან კი მმართველი როდოლფო პალიალუნგი გახდა.

დიზაინერთა შემცვლელები

კენზო / KENZO

დიზაინერთა შემცვლელები

მოდური შეშლილობა კენზოს სვიტრზე ვეფხვის სახით, მოდური საზოგადოების შემკრები გახდა და იმის დამადასტურებელია, რომ ბრენდის მთავარი მახასიათებელი არა ექსკლუზიურობაა, არამედ იმის მასობრიობა, რასაც ქმნიან. ის რასაც ეხლა ბრენდი ასწრებს, ახალგაზრდა აუდიტორიაზეა გათვლილი. მას შემდეგ რაც 2011 წელს კენზოს კრეატიული დირექტორები გახდნენ კეროლ ლიმი და უმბერტო ლეონი, მსგავსი მწვანე სვიტრები ბრენდში მრავლადაა. კრიტიკოსები თვლიან, რომ ბრენდიდან ანტონიო მარასა კენზოს წასვლამ მისი კრახი გამოიწვია.

დიზაინერთა შემცვლელები

ნათელი და ყვავილებიანი პრინტები არასოდეს ყოფილა კენზოს სავიზიტო ბარათი. ერთი არაჩვეულებრივი მახასიათებელი, რომელსაც კენზო ტაკადა ქმნიდა იყო უკიდურესი დემოკრატიულობის კრეატიულობა. ვცადოთ კენზოს ხასიათის შეფასება 1970-ანი წლებიდან 2014 წლამდე: დიდად არაფერიც არ შეცვლილალა! რას ფიქრობს მისი ბრენდის ახალ სახეებზე თავად ტაკადა? მისალოც ბარათში, რომელიც დიზაინერებმა პირველი დამოუკიდებელი კოლექციის შემდეგ მიიღეს, უფრო მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე უბრალოდ ვალმოხდილი პატივისცემა.

დიზაინერთა შემცვლელები

კელვინ კლეინი / CALVIN KLEIN

დიზაინერთა შემცვლელები

"არსებობა მის ჩრდილქვეშ? ეს მე არ მაშინებს. კელვინი უდიდესი დიზაინერია."-ამბობდა ინტერვიუში Calvin Klein Collection-ის ქალის ხაზის დიზაინერი ფრანცისკო კოსტა. ნიჭიერი ბრაზილიელი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ამერიკულ ბრენდში მუშაობს, არასოდეს მალავდა კელვინ კლეინისადმი აღტაცებას. გულწრფელი მეგობრობა დიდ წინამორბედსა და მის შემცვლელს შორის იშვიათი შემთხვევაა მოდის ისტორიაში.

დიზაინერთა შემცვლელებიდიზაინერთა შემცვლელები

კოსტა ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია ამერიკელ დიზაინერებში. თუნდაც გამოცდილება ოსკარ დე ლა რენტასთან ბევრს გვეუბნება მის შემოქმედებაზე. აგრეთვე მას ორჯერ აქვს მოპოვებული პრემია "ქალის ტანისამოსის საუკეთესო დიზაინერი". თვითონ კელვინ კლეინსაც, რომელსაც მალე 72 წელი შეუსრულდება, მიუღია იგივე ჯილდო. კოსტა ჯერ მხოლოდ 50 წლის არის და ბევრი რამ აქვს კიდევ წინ. კოლექცია კარგ ხელში მოხვდა. პრაქტიკული და უნივერსალური მინიმალიზმი კოლექციიდან კოლექციამდე ახალ გასხივოსნებას მატებს. ფრანცისკო კოსტას ექსპერიმენტები სხვადასხვა ხასიათს ქმნის: ის თამაშობს ავანგარდის ესთეტიკითა და დეკონსტრუქციით, იყენებს ბრაზილიური ფლორის ელფერს და შთააგონებს 1940-იანების მოდა თავისი რადიკალური პროპორციებით.


დიზაინერთა შემცვლელები
დიზაინერთა შემცვლელები
დიზაინერთა შემცვლელები


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top