;

17 December 2014      TataNakani     Views 34295    
Category: Fashion, Take Care

10 რჩევა საუკეთესო ფოტოს გადასაღებად

10 რჩევა საუკეთესო ფოტოს გადასაღებად

გსურთ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თავი ფოტოში? და თქვენი ფოტო ალბომიც გამორჩეული იყოს, ამაში ენჯელ.ჯი დაგეხმარებათ. გთავაზობთ 10 ხერხს, იმისათვის რომ ფოტოში საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ. თქვენთვის ფოტოების გადაღება აღარ იქნება დამღლელი და მოსაწყენი, ყველას შეუძლია ფოტოში საუკეთესოდ გამოიყურებოდეს!

#1 აჩვენეთ მარცხენა პროფილი.

ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომელია მისი საუკეთესო პროფილი. თუმცა, მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურეს რომ მარცხენა პროფილი უფრო მიმზიდველია!



#2 როცა ჯგუფურ ფოტოს იღებთ, არასდროს დადგეთ კამერასთან ყველაზე ახლოს.

შეეცადეთ დაიკავოთ დისტანცია კამერასა და თქვენს შორის. ამით თავიდან აიცილებთ უპროპორციო ფოტოს.



#3 გადაიღეთ ფოტოები შორიდან.

შორიდან გადაღებული ფოტოები უფრო მაღალსა და მოხდენილს გამოგაჩენთ.



#4 არ უყუროთ ფოტოაპარატს პირდაპირ.

შეეცადეთ თავი ოდნავ გვერდზე გასწიოთ. ფოტო უფრო ბუნებრივი და ორგანული გამოვა.




#5 სთხოვეთ ფოტოგრაფს მაღალი საფეხურიდან გადაგიღოთ.

როდესაც ფოტოს მაღალი საფეხურიდან გადაგიღებენ, ოდნავ ასწიეთ თავი. როგორც ფოტოგრაფი Garance Doré ამბობს:
"მაღლიდან გადაღებული ფოტო ღმერთის გამოგზავნილი ფოტოა!"



#6 მოჭერით ფოტო ისე რომ ფოტოს ჩარჩო ახლოს იყოს თქვენს სხეულთან.

ეს დაგეხმარებათ წარმოაჩინოთ თქვენი სხეულის სილუეტი და სიმაღლე.



#7 გაიღიმეთ!

რჩევები ლამაზი ღიმილისათვის:
1. დახუჭეთ თვალები;
2.ღრმად ამოისუნთქეთ;
3.გაახილეთ თვალები, მანამ სანამ ფოტოაპარატის ღილაკის ხმას გაიგებთ;
4.გაიღიმეთ!



#8 არ დაგავიწყდეთ თვალებთან ერთად უნდა გაიღიმოთ!

თუ მხოლოდ იღიმით და მოწყენილი თვალებით შესცქერით ფოტოაპარატს, ბედნიერი ფოტო არ გამოვა. აუცილებელია ბრწყინავდეს თქვენი თვალები. გაუზიარეთ თქვენი დადებითი განწყობას ყველას!




#9 მანამ სანამ ფოტოს გადაიღებთ, შეხედეთ ნათურას.

ეს თავიდან აგაცილებთ წითელ თვალებიან ფოტოს.




#10 Say "Money" not "Cheese" თქვით "Money" და არა "Cheese"!

"Money-ს" წარმოთქმა თავისთავად გაგაღიმებთ და ფოტოს ბუნებრიობას შესძენს.



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion, Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top