12 December 2014      TataNakani     Views 12 798    
Category: Fashion / Fun, Interesting / Take Care

5 რჩევა ქალბატონებისათვის, იგრძენით თავდაჯერებულობა!

გაითვალისწინეთ, ენჯელ.ჯის რჩევები და იგრძენით საკუთარი სტილი!

იგრძენით თავდაჯერებულობა თქვენს სტილში. ენჯელ.ჯი 5 საუკეთესო რჩევას მოგცემთ, რომლებიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ დღევანდელი ლუქი. გაიგეთ სტილის შერჩევის საიდუმლოებები, იგრძენით თავი კომფორტულად და უნიკალურად!


#1 გაითვალისწინეთ თქვენი სხეულის აგებულება და შემდეგ აარჩიეთ სასურველი სამოსი.

იმისათვის რომ იგრძნოთ თავდაჯერებეულობა, ხაზი უნდა გაუსვათ თქვენი სხეულის საუკეთესო ნაწილებს. თუ თქვენ იცით რა უნდა დაფაროთ და პირიქით, რითი უნდა გამოიჩინოთ თავი, თქვენს სტილს აუცილებლად იპოვით!



#2 სანამ კომფორტულად არ იგრძნობთ სამოსში თავს, სახლიდან არ გახვიდეთ.

თუ თქვენ არ გრძნობთ თავს კომფორტულად, შეუძლებელია აიმაღლოთ თავდაჯერებულობა! სთხოვეთ დახმარება თქვენს მეგობარს, გაუგზავნეთ თქვენი ფოტო და ის მოგცემთ რჩევებს , თუ რა უნდა შეცვალოთ თქვენს ლუქში. კონტენტრაცია თქვენს კომფორტზე გააკეთეთ.



#3 შეარჩიეთ იმ ფერის სამოსი, რომელიც ყველაზე მეტად გიხდებათ.

აირჩიეთ იმ ფერის სამოსი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს და ამოვდროულად, ისეთი რომელიც თქვენს გარეგნობას უხდება.



#4 ხაზი გაუსვით თქვენს ინდივიდუალურობას.

ყოველდღე აირჩიეთ ისეთი სტილი, რომელიც არ ჰგავს სხვას. აირჩიეთ საკუთარი მიმართულება სტილისა, რომელსაც თქვენს სახელს დაარქმევთ. იგრძენით თავი უნიკალურებად!




#5 დაიწყეთ ყოველი დილა 5 წუთით ადრე!

დაუთმეთ თქვენს გარეგნობას უფრო მეტი დრო. შეარჩიეთ სამოსი, ვარცხნილობა და მაკიაჟი. 5 წუთიც კი შეცვლის ყველაფერს.იყავით მუდამ მოწესრიგებულები და დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავებს!




ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Fun, Interesting / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top