10 December 2014      ANGEL     Views 4 138    
Category: Fashion / Stars


მოდელი ჯემა უორდი დაუბრუნდა მოდის ბიზნესს!

ავსტრალიელი მოდელი ჯემა უორდი 2000 წლების დასაწყისში ერთერთ ყველაზე წარმატებულ, მოთხოვნად და ცნობად სახედ ითვლებოდა მოდის სამყაროში. 2004 წელს, 16 წლის ჯემა ამერიკული VOGUE-ს ქოვერზე მოხვდა და ყველაზე ახალგაზრდა ქოვერ-გოგონას ტიტული მოიპოვა. 2008 წელს ავსტალიელი მოდელი მოულოდნელად გაუჩინარდა, მას ვერ შენიშნავდით პოდიუმზე, ვეღარც ფოტოსესიებში და სარეკლამო კამპანიებში, თუ არ ჩავთვლით უკვე შემდგარ კონტრაქტებს. მან სამოდელო კარიერა 20 წლის ასაკში მიატოვა და სამსახიობო კარიერის გაღვივება და მშვიდი ცხოვრება სცადა, მცირე კინოროლების შემდეგ ფილმში The Black Balloon და The Strangers, ჯემას მხოლოდ პაპარაცები თუ დააფიქსირებდნენ ქუჩაში მოსიარულეს. ამბობდნენ, რომ 2008 წელს რომანი აკავშირებდა ჰიტ ლეჯერთან, მის გარდაცვალებას დაემთხვა ჯემას გაუჩნარებაც.




ჯემამ წონაში საგრძნობლად მოიმატა და ინტერვიუებზეც უარს ამბობდა, აშკარა იყო, რომ მას მობეზრდა სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობა. 2013 წელს გაიცნო მოდელი დევიდ ლეტსი და დეკემბრის თვეში გოგონა ნაია შეეძინათ. ახალგაზრდა დედიკო ზუსტად 1 წლის შემდეგ ჟურნალ ვოგის ფურცლებზე მოგვევლინა! როგორც ჩანს ეს რეალიზებული ქალის თავდაჯერებულობაა, ჯემა ძველებული ხალისით და პროფესიონალიზმით დაუბრუნდა ფოტოობიექტივსა და პოდიუმს.





ცოტა ხნის წინ ჯემა მილანის მოდის კვირეულზე PRADA-ს SS'15 კოლექციის ჩვენებაზე - 2008 წლის შემდეგ პირველად ვიხილეთ პოდიუმზე! 26 წლის მოდელმა პრადას ჩვენება გახსნა და დახურა. წარმოგიდგენთ Country Road-სთვის ფოტოსესიას ქალიშვილთან ერთად.



მოდელმა ინტერვიუშ აღნიშნა, რომ დედობამ ის პიროვნულად გააძლიერა და თავდაჯერებულობა შემატა.
ის დაბრუნდა პოდიუმზე და მზად არის დატკბეს ამ ყოველივეთი.

"Family is everything to me. I would not be a thing without them.
They inform who I am and they create who I will be. Sharing life with family
is what it's all about - to love and live and laugh together."














VOGUE - Australia, Dec. 2014






გადავავლოთ თვალი ჯემას VOGUE -ქოვერებს




















ორსული ჯემა უორდი და დევიდ ლეტსი




Category: Fashion / Stars
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top