;

9 December 2014      TataNakani     Views 16185    
Category: Fashion



მოდური ქალბატონის 8 წესი


რთულია იპოვნო ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი. მანამ სანამ საკუთარ სტილს აღმოაჩენთ, თქვენს დასახმარებლად მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი, წარმატებული და მოდური ქალბატონები რამდენიმე მოსაზრებაზე შეჯერდნენ. მათი იდეები დაგეხმარებათ ადვილად შეარჩიოთ სამოსი და გამოიყურებოდეთ მოდურად.
როგორ? ამისთვის ენჯელ.ჯი 8 საუკეთესო წესს გთავაზობთ:.

ჩაცმა კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა.

არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე მუდმივად ჩართული ხარ კომუნიკაციის პროცესში. სხეულის ენაზე მრავალი თეორია შეიქმნა, ასევეა სტილისტებისთვისაც. ისინი მიიჩნევენ, რომ სამოსი თვითგამოხატვის საშუალებაა. თქვენი განზრახვის გარეშე, გარშემო მყოფთათვის სამოსი მრავლისმეტყველია.



სამოსი პასუხობს სოციალურ სიტუაციას.

კომუნიკაციის მსგავსად, სამოსს შეუძლია სოციალურ სიტუაციებში თავად გასცეს პასუხი მრავალ კითხვას. არსებობს მიზეზები იმისა, თუ რა უნდა ჩავიცვათ ოფისში და სასადილოდ გასვლისას. ძირითად შემთხვევაში სამოსი არ არის ერთი და იგივე, რადგან ამით ჩვენ გამოვხატავთ სოციალურ სიტუაციას. სამოსი მრავლისმეტყველია: „მე აქ ვარ, მზად ნებისმიერი საქმისთვის!“



სამოსის მორგება ყველაზე მნიშვნელოვანია.

შეიძლება ყველაზე ძვირადღირებული სამოსი გეცვას, თუმცა თუ ის არ არის კარგად მორგებული ის სულაც არ გამოიყურება მოდურად. უამრავი ფული წყალში იყრება. აუცილებელია, გეცვათ ის რაც უხდება თქვენს სხეულს. გახსოვდეთ, თავდაჯერებულობა ყველაზე კარგი აქსესუარია!



აუცილებელია გარდერობში გქონდეთ ჯინსი.

წლიდან წლამდე აუცილებელია გქონდეთ ხარისხიანი ჯინსი,
რომელშიც თავს მუდამ კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობთ.




უნდა შეარჩიოთ დროსთან შესაბამისი ტრენდები.

თუ ნათესავის ქორწილში მიდიხართ არ უნდა ჩაიცვათ ტრენდული სპორტული სამოსი. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. იგრძენით თავი კომფორტულად, თუმცა სოციალურ სიტუაციასაც მიაქციეთ ყურადღება.



სამოსის შერჩევაში უნდა გაითვალისწინოთ აუდიტორია და
საკუთარი სურვილები თანაბარი პროცენტით!


იმ მიზეზით რომ თქვენ ახალი მინი ქვედაბოლოს ჩაცმის ხასიათზე ხართ, ოფისში ასე გამოწყობილი არ უნდა წახვიდეთ. მართებულია, გაითვალისწინოთ თქვენი სურვილები, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ სად მიდიხართ.

შეცვალეთ თქვენი ლუქი პატარა ელემენტებით.

სადა სამოსთან ერთად ატარეთ ლამაზი ქამარი, აიკეცეთ შარვალი იმ სიგრძეზე, რომელიც გიხდებათ, ატარეთ შარფები, ეს ბევრ რამეს შეცვლის.



დატოვეთ თქვენი ხელწერა ყველგან!

არ აქვს მნიშვნელობა რა ღირებულების სამოსი გაცვიათ, მთავარია მოირგოთ ინდივიდუალური სტილი. გქონდეთ საკუთარი ხელწერა. გააკეთეთ არჩევანი რომელი უსვამს ხაზს თქვენ სტილს ვიწრო თუ ბოიფრენდის ჯინსი. იგრძენით თავი თავისუფლად თქვენს ინდივიდუალურ სტილში.


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top