;

8 December 2014      ANGEL     Views 6654    
Category: Fashion, Man

აქსესუარების მოდური ტრენდები მამაკაცისთვის
2014-15 ზამთრის სეზონისთვის

უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს მამაკაცის გარდერობში აქსესუარებს,
რომლებსაც მარტივად შეუძლიათ გამოკვეთონ მისი ხასიათი და შემატონ ტენდენციურობა.
მაშინ, როდესაც კაცის გარდერობში სამოსის არც თუ დიდი არჩევანია მას
აუცილებლად უნდა ქონდეს ეს რამდენიმე აქსესუარი ზამთრის სეზონისთვის:

1: ჩანთა სპორტულ სტილში, თუმცა არა სრულად სპორტული ფუნქციონალით.
ოფისის შემდგომ, სპორტდარბაზში მიმავალი თუ სხვა ნივთებისთვის, მიუხედავად იმისა საჭირო ნივთების უმეტესობას მანქანაში ტოვებთ თუ არა, მოდით ვაღიაროთ... ჩანთა - მოდაშია და სწორად შერჩეული ხელჩანთის მოდელი სწორად მეტყველებს მის პატრონზე. აქტუალურია სპორტული-ლუქსის კლასის ან სამხედროს სტილში ზურჩანთის ვარიანტები.

ასეთ ჩანთებს შეხვდებოდით Topman, ZARA, He by Mango, SANDQVIST, HERSCHEL,

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

2: ფარფლებიანი ქუდი

გაიხსენეთ სათავგადასავლო, დეტექტიური და კრიმინალისტური წიგნებისა და ფილმების რამდენ მთავარ გმირს გამოარჩევთ მისთვის სახასიათო ქუდით? ხვდებით, თუ რაოდენ მნიშნველოვანი დეტალია კაცისთვის ქუდის ტარება, ოჰ - დეტალი, შეუსაბამო სიტყვაა, ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც კი იყო ქუდის ტარება და მის მრავალ მნიშნველობის განხილვა რომ არ დავიწყოთ, წარმოგიდგენთ დღევანდელობისთვის ყველაზე აქტუალური და მოდური ქუდის ტიპს - ეს გახლავთ ფართო ფარფლებიანი 'ფედორა'.

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

3: დიდი ზომის შარფები

2014-15 წლის ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით მოდურია დიდი ზომის შარფები ან პონჩოს ტიპის მოსახურები, ამ ტრენდს სათავეში Burberry Prorsum-ის დიზაინერული სახლი უდგას. ბრიტანული ქარიზმა ისევე დაათბობს მანდილოსნების გულებს, როგორც ეს თბილი ნაქსოვი მატერია თქვენ...

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

4: უხეში ფეხსაცმელი

შესაძლოა მრავალი ტრენდი წარმოგიდგინოთ და გირჩიოთ მათი გამოყენებით დახვეწილი და ქარიზმატული იერი შესძინოთ ლუქს, მაგრამ არის რაღაც... რამაც უნდა დააბალანსოს თანამედროვე მოდური ტრენდები. საამისოდ კი გირჩევთ სანადირო თუ ჯარისკაცის ტიპის უხეში, ის, რასაც მოვიხსენიებთ "მამაკაცურ" ტიპის ფეხსაცმელად, აუცილებლად ჩართოთ ამ ტოპ-5 ტენდენციათა სიაში დაღარულ ძირზე, ტყავისა და ზამშის, მსხვილ დაწნული შესაკრავებით და რკინის დეტალებით ფიქსირებული ფეხსაცმელი.

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

5: ტყავის ხელთათმანები

არ უნდა გაგიჭირდეთ ასეთი ტყავის ხელთათმანების მოძიება, ისევე, როგორც მამაკაცის ქუდების წარმოებაში, ხელთათმანების ოსტატების მოდის სახლებიც მრავალი წლის გამოცდილებასა და ისტორიას ითვლიან. პოპულარული ბრენდი Dents ბრიტანეთში 1777 წლიდან აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ტყავის აქსესუარებს, ისევე როგორც Sage Brown. დღეს კი მრავალმა ცნობილმა სახლმა თანამედროვე ტექნიკაც აითვისა, მაგალითად გვთავაზობენ ხელთათმანებს სენსორული სათითეებით, რაც ნიშნავს რომ სმარტფონის მართვა ხელთათმანის მოუხსნელად იქნება შესაძლებელი. შეარჩიეთ ამ ფუნქციის და ტყავითა და სხვა მატერიით გაწყობილი, თუ ჭრილებიანი ხელთათმანები.

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

Final word:
და არასდროს გადავა მოდიდან იმიჯი მამაკაცისა, რომელიც მსახურობს,
ასე რომ თუ კი მოდურმა ტრენდებმა ცოტა დაგაბნიათ... იცოდეთ, რა არის მუდამ მოდაში და იქნება დაფასებული:

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

5 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W145 Key Accessory Trends For Men’s W14

Category: Fashion, Man
Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top