4 December 2014      ANGEL     Views 4 132    
Category: Fashion



ავსტრიაში, სალზბურგის ლეგენდარულ სასტუმრო Mittersill-ში გაიმართა შანელის Métiers d'Art ჩვენება. კარ ლაგერფელდი ამაყად მოაბიჯებდა მოდელებთან კარა დელავინ და კაილი ჯენერთან ერთად. დიზაინერმა მეორედ წარადგინა Métiers d'Art კოლექცია, დალასის შემდეგ მან სალზბურგი შეარჩია, 80-მდე ლუქისგან დაკომპლექტებული ზამთრის სეზონის კოლექციის თემა გერმანულ კულტურას უკავშირდებოდა, რომელიც მისთვის ესოდენ ცნობილი და ახლობელია. (ბავშვობის დიდი ნაწილი კარლმა გერმანიაში გაატარა).



მოდელები სასტუმროს ისტორიულ დარბაზებში გადაადგილდებოდნენ, სადაც სტუმრებისთვის
სასმელის, ხილის, ადგილობრივი ტკბილეულის, ფუნთუშეულის და ძეხვეულის სუფრა იყო განლაგებული.

ჩვენებამდე ნაჩვენები იქნა კარა დელავინის, ფარელ უილიამსის და ჟერალდინ ჩაპლინის მონაწილეობით გადაღებული კარლ ლაგერფელდის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც მათ ავსტრიის იმპერატორ ფრანც იოსეფ პირველი და ელიზაბეტი "სისი" განასახიერეს. ხოლო ჟერალდინ ჩაპლინი კოკო შანელის როლშია, როდესაც მას ეწვია little black jacket-ის შექმნის ინსპირაცია. ფილმის სახელია "რეინკარნაცია". კლიპში ფარელთან ერთად კარას სიმღერასაც მოისმენთ!











Chanel
Métiers d'Art Show
Pre-Fall 2015






























































































Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top