3 November 2014      MaRyaLiCe     Views 4 011    
Category: Fashion / Stars



Victoria's Secret Fashion Show წლის ყველაზე ბრჭყვიალა, პომპეზური და ინტიმური შოუა,
მას მოუთმენლად ელის მრავალი. განსაკუთრებულ ინტერესს კი იწვევს ის ფაქტი, თუ ვის ეცმება Fantasy Bra.
უკვე გავრცელებული ინფორმაციით, წელს გამორჩეული შოუ იქნება, რადგან გრანდიოზულ ბიუსჰალტერს ორი ანგელოზი, ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმა მოირგებენ. თითოეულის ფასი 2 მილიონი დოლარია.



ალესანდრა ამბროსიო: "სიტყვებით ვერ გადმოვცემ,როგორც გამიხარდა, როცა ვიქტორიას სიქრეტიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ წელს Fantasy Bra მე მერგო. დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად შეხვედრას ვერ ვახერხებთ. ძალიან გვსიამოვნებს გადაღებებზე ერთად ყოფნა, ვსაუბრობდით ბავშვებზე და საერთო მეგობრებზე."




ადრიანა ლიმა: "წელს განსაკუთრებული წელია, რადგან პირველად ისტორიაში ორ ანგელოზს გვეცმევა ბრილიანტის ბიუზჰალტერი. ალესანდრა ჩემი ახლო მეგობარია და დიდი პატივია ამ მოვლენის მასთან ერთად აღნიშვნა. მე და ალესანდრა ყოველთვის ვერთობით გადასაღებ მოედანზე.მე ვფიქრობ,ძალიან კარგი მომენტია კამერის წინ თამაში.ამ მაკიაჟის და ვარცხნილობის მიღმა,ჩვენ უბრალოდ ბრაზილიელი გოგონები ვართ."

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ შოუს
.






Category: Fashion / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top