16 October 2014      ANGEL     Views 3 586    
Category: Fashion / Fun, Interesting / Films, Movies



შედგა შანელის ლეგენდარული სუნამოს N°5 ახალი მოკლემეტრაჟიანი სარეკლამო ფილმის
პრემიერა, რომლის მთავარი გმირიც სუპერმოდელო ჟიზელ ბიუნდჰენია!

10 წლის წინაც სწორედ რეჟისორმა Baz Luhrmann-მა გადაიღო შანელის სარეკლამო კლიპი, რომელშიც მსახიობი ნიკოლ კიდმანი მონაწილეობდა და დეკადის საუკეთესო სარეკლამო კლიპად მიიჩნეოდა. The Great Gatsby, Australia, Moulin Rouge!, Romeo + Juliet, Strictly Ballroom -ის რეჟისორი 10 წლის შემდგომ კვლავ იღებს კლიპს Chanel No. 5 -სთვის! ამჟამად მისი რჩეული სუპერმოდელი Gisele Bündchen და მსახიობი Michiel Huisman არიან (ცნობილი Daario Naharis -ის როლით HBO-ს სერიალოდან Game of Thrones), კომერციული ფილმის სახელია The One That I Want, რომელსაც შეესაბამება Lo-Fang-ის ამავე სახელწოდების საუნდტრეკი (რიმეიქი The Grease ფილმის საუნდტრეკის)





CHANEL N°5
The One That I Want

▶️ ხანგრძლივობა: 3:16 წთ.
▶️ რეჟისორი: Baz Luhrmann
▶️ როლებში: Gisele Bündchen & Michiel Huisman
▶️ საუნდტრეკი: Lo-Fang "The One That I Want"


Director Baz Luhrmann and Model Gisele Bundchen


თუ კი 10 წლის წინ ნიკოლის პერსონაჟი რომანტიზმით აღსავსე ქალბატონი იყო, ჟიზელი დღეს განასახიერებს Chanel No. 5-ის თანამედროვე ქალს. ის დაკავებულია სპორტით და ინარჩუნებს გლამურს, მას ყავს შვილი და აქვს რეალური სამუშაო, მისი ურთიერთობები მეუღლესთან სავსეა ხასიათის ცვალებადობით, ის მგრძნობიარე, უშიშარი, ელეგანტური და დახვეწილია. რეჟისორმა თავადვე თქვა, რომ მას არ სურდა ფილმში აესახა ქალი ყვავილების ფონზე და მუდმივად მომღიმარი სახეებით მის გარშემო, ბაზმა ასახა კამათი და ურთიერთგაგება, ის ყველაფერი რაც ესოდენ რეალურია და სრულყოფილს ხდის ჩვენს ურთიერთობებს.






























Category: Fashion / Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top