6 October 2014      ANGEL     Views 7 267    
Category: Fashion / Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars




კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნინი ბადურაშვილი

Unique Terrace“ და BUON VIAGGIO-ს პროექტი ნინი ბადურაშვილს მასპინძლობს.საუბარი მოდაზე, სტილსა და გემოვნებაზე კრისტისთან ერთად შედგა.რომელ ქართველ დიზაინერთან თანამშრომლობს ნინი ბადურაშვილი ყველაზე ხშირად ,ახალი კლიპისა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა



„შავი - ვფიქრობ, ყველა ადამიანი კომფორტულად გრძნობს ამ ფერში თავს.
რაც არ უნდა ცუდად გამოიყურებოდე. “


ნინი, დიდი მადლობა რომ ხარ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი.ჩვენ მხოლოდ მოდაზე ვსაუბრობთ.მოგვიყევი როგორია შენი ყოველდღიური და სასცენო სტილი, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან?

ვფიქრობ, რომ რადიკალური განსხვავება არ არის. სცენაზე ძალიან კლასიკურად არასდროს გამოვიყურები. ალბათ,ჩემი რეპერტუარიდან გამომდინარე. სხვა რეპერტუარი და სხვა სტილი რომ მქონდეს, ალბათ,იქნებოდა განსხვავება. სცენაზეც და ცხოვრებაშიც თავისუფალი სტილი მაქვს ,თუმცა ვერ ვიტყვი რომ „ჰიპურად“გამოვდივარ სცენაზე.

ვინ ზრუნავს შენს სასცენო კოსტუმებზე?

არავინ,მე თვითონ ვფიქრობ და შემდეგ მივდივარ დიზაინერთან.

ყველაზე ხშირად რომელ დიზაინერთან თანამშრომლობ?

ავთო ცქვიტინიძესთან. ბიჭოლამ შეგვიკერა „სტეფანე და 3 გოგოსთვის“.
ასევე,დათუნა სულიკაშვილსა და ტატუნა ნიკოლაიშვილს.


„ახალი კლიპი გადავიღე, სადაც რამაზო რომას კოსტუმები მაცვია. ძალიან მომეწონა, მას აქამდე არ ვიცნობდი.ძალიან ლამაზი კოსტუმები ჩამაცვა. კლიპი გამოვა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში. სიმღერაზე ეკამ და მე ერთობლივად ვიმუშავეთ.“

შენ თვითონ თუ იგონებ ესკიზებს?

კი,მიყვარს. დაახლოებით, ვიგონებ ხოლმე და შემდეგ უკვე დიზაინერი მეხმარება. ხშირად არის პროექტებსა თუ კონცერტებზე რომ ერთი დიზაინერი ქმნის კოსტუმს,თუმცა ჩემი კორექტივები შემაქვს ხოლმე.

დღეს ვისი სამოსი გაცვია?

დღეს გუდუ მდინარაძის. ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერების სამოსი.


„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებ მონაწილეობას, იქ რომელ დიზაინერთან უნდა ითანამშრომლო?

ნინო ბაბუხადიასთან. ნინოს გემოვნება მომწონს. მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი მაქვს მისი. ვნახოთ,მემგონი კარგი ტანდემი იქნება.





შენი შვილის (ელენეს) გაპრანჭვა გიყვარს ?

კი, ძალიან მიყვარს. მითუმეტეს თუ სადმე მიმყავს. ყველა ჩართულია მის ჩაცმაში.


ოჯახის წევრები ერევით ერთმანეთის ჩაცმულობაში?კონცერტების დროს ეკითხები ეკას რჩევას?

კი, რა თქმა უნდა. ჩემი და ეკას გემოვნება ერთმანეთს ძალიან ემთხვევა
.ყოფილა შემთხვევა როცა კაბა, რომელიც მას მოსწონდა,მე არ მომწონებია,მაგრამ მაინც ჩამიცვამს. შეიძლება დედამ ან სხვამ მირჩიოს, მაგრამ მაინც მე თუ არ მომეწონა და კომფორტულად თუ ვერ ვიგრძენი თავი, იმას ვერ ჩავიცვამ.

რომელია შენი საყვარელი ფერი?

ალბათ, შავი.
ვფიქრობ, ყველა ადამიანი კომფორტულად გრძნობს ამ ფერში თავს. რაც არ უნდა ცუდად გამოიყურებოდე. უძინარ და დასიებულ სახეზე ფერადი ტანსაცმლის ჩაცმა უარესია. შავი მაინც კარგი გამოსავალია.ძალიან მიყვარს შავი ფერი.



რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში ჩანთას?

ჩანთა, ჩემთვის ყველაფერია. აქსესუარებიდან ყველაზე მეტად ჩანთა მიყვარს.
ფეხსაცმელებზე მეტი არ მაქვს, მაგრამ დიდი ადგილი უკავია ხშირად ვცვლი ჩანთებს. ხშირად ვყიდულობ. ძალიან მიყვარს.

რა დევს მუდმივად შენს ჩანთაში?

ყოველთვის მიდევს საფულე. გააჩნია რა ზომის ჩანთა მაქვს თან. დიდში ყველაფერი მიდევს.
შედარებით პატარა ჩანთაში მაინც მიდევს პატარა ტუჩსაცხი,ტუში,რუჟი.






მაკიაჟს დამოუკიდებლად იკეთებ?

კი,როგორ არა.ბავშვობიდან ვიკეთებ. კლიპების გადაღებისას მაკა შავერდაშვილი რომ მიკეთებდა ვუყურებდი და ბევრი რამ ვისწავლე.

გყავს შენი სტილისტი,მარტო მას რომ ენდობი?

გააჩნია, რისი გაკეთება მინდა. ვიცი, რომ როცა მიშა გასიტაშვილთან მივალ ისე დამვარცხნის როგორც მე მინდა. შეღებვასა და დავარცხნაზე მხოლოდ მასთან მივდივარ. მას ვენდობი .ასევე, დავდივარ რიჩარდთან და ბადრი ფევაძესთან, რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის ვარცხნილობების გაკეთება.

ფეხსაცმელებს რა ადგილი უკავია შენს გარდერობში?

ფეხსაცმელი ძალიან მიყვარს და შესამაბისად, ძალიან ბევრი მაქვს.


„მიყვარს „Tissot-ის“ საათი, რომელიც ჩემი დაგროვებული ჰონორარით ვიყიდე.
ყველაზე ძალიან რაც მომწონდა და რასაც გავწვდი ის ვიყიდე.“


რომელი აქსესუარი გიყვარს ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად საათი მიყვარს.

ხშირად იცვლი თუ ერთის ერთგული ხარ?

სამი, ოთხი საათი მაქვს. თუმცა ერთი წელი შეიძლება ერთი მეკეთოს მხოლოდ.
მიყვარს „Tissot-ის“ საათი, რომელიც ჩემი დაგროვებული ჰონორარით ვიყიდე. ყველაზე ძალიან რაც მომწონდა და რასაც გავწვდი ის ვიყიდე.

ტატუ თუ გაქვს ?

კი,ერთი მაქვს. „N” მაქვს მხოლოდ, ალბათ, კიდევ გავიკეთებ სხვას.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ახალი კლიპი გადავიღე, სადაც რამაზო რომას კოსტუმები მაცვია.
ძალიან მომეწონა, მას აქამდე არ ვიცნობდი.ძალიან ლამაზი კოსტუმები ჩამაცვა.კლიპი გამოვა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში. სიმღერაზე ეკამ და მე ერთობლივად ვიმუშავეთ.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებების გისურვებთ!




Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე


Category: Fashion / Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: BUON VIAGGIO ნინი ბადურაშვილი

Share it
Comments
Back to Top