1 September 2014      ANGEL     Views 7 303    
Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი თეონა ელიზბარაშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია დიზაინერი თეონა ელიზბარაშვილი. კრისტი მას მოდის სახლში ესტუმრა.საუბარი მოდაზე, სტილსა და აქსესუარებზე შედგა.როგორი იყო თეონა ელიზბარაშვილის გზა დიზაინერობამდე, ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი:George van de Kamp




თეონა, გავიხსენებ შენს პირველ ჩვენებას, საიდანაც გიცნობ. ყოველთვის საინტერესო იყავი. ახლა,აქტუალურია „Wings-ს“ თემა. მოგვიყევი, საიდან მოვიდა შექმნის იდეა?

შექმნის იდეა და თემა ცოტა პირადულიც არის. წელიწადში ორჯერ ვაკეთებ კოლექციას, მაღაზიისთვის ცალკე. რაღაც ყოველთვის მაკლდა. მინდოდა ისეთი ხაზი, ფასიც რომ დემოკრატიული ყოფილიყო. ვფიქრობდი, სულ რა მინდოდა გამეკეთებინა. პირადი ცხოვრებიდან გამომდინარეც, ალბათ,არ ვიცი „ფრთამ“ წამოიღო ეს იდეა. ზუსტად ვერ დავკონკრეტდები. უცბად დამარტყა თავში, რომ მინდოდა და მჭირდებოდა ფრთის დეტალი. ბუნებას, შინაგან განწყობასა და მუსიკას დავუკავშირე იმ პერიოდში ფრთა.




შენი ლოგოც შეიცვალა?

კი, ზუსტად ახლა მიდის ბრენდინგი. დიდი გეგმები მაქვს „Wings-თან“ დაკავშირებით.„Wings“ არის ჩემი სიმბოლო, ძალიან კარგის მომტანი.რა თქმა უნდა, სხვა კოლექციასაც ვაკეთებ, ესკიზები მზად მაქვს. „Wings-ის“ თემა ულევია, არ მთავრდება. ყველაფერზეა: მაისურებზე, ქუდებზე. არ ვჩერდები სულ ვცვლი. თავიდან იყო პრინტები, მერე ქუდები, ღუნღულა სვიტერები, ზაფხულის დაჭრილი „Wings“ცოტა სექსუალური. შენც გეცვა. სხვათაშორის პირველად შენზე გაკეთდა ამოჭრილი „Wings“. ახლა, არის ზღვის თემა: დაჭრილი „Wings“. კომენტარებში მომწერეს კიდეც: „თამამი Wings-იო“. ყველანაირ ფერსა და ზომაში ვაკეთებ. ახალი გეგმა მაქვს საიტის, რომელიც იქნება www.wings.com ინტერნეტ გაყიდვებში. ჩვეულებრივ გაყიდვაში იქნება „Wings-ის“ ნებისმიერი ზომა და მოდელი. შეიძლება ყველა ამოჭრილი არ იყოს, მაგრამ ექნება ახალი ლოგო “Wings by Teona Elizbarashvili”. ეს იქნება ყოველდღიური სამოსი, შარვალი, შორტი, პიჯაკი, ქურთუკი. ეს არის ცალკე „Wings“ და ასევე,ინდივიდუალურად ვისაც უნდა მოვა და შეიკერავს ჩემთან სასურველ სამოსს. „Wings-ის“ თემა აიტაცა ხალხმა, პოპულარულია და კარგი აურაც მოაქვს. ახალ კოლექციას ყოველთვის ვუკეთებ ფოტოსესიას. ერთი იყო მოტოციკლეტების თემა ტრასაზე, ასევე, დანგრეულ შენობაში „Wings-ები“ იყვნენ მამაკაცი და ქალი. ახლა,გეგმაში გვაქვს რომ შენ უნდა გადაგიღოთ, გამჭვირვალე სექსუალურ „Wings-ში“, რომელსაც ვხედავ შენზე. ყოველთვის ვაცოცხლებ ამ ფრთას, მემგონი ყველას ძალიან მოსწონს.





ბავშვობიდან გინდოდა ყოფილიყავი დიზაინერი?

ბავშვობიდან მომწონდა ხატვა. სულ ვხატავდი რაღაცებს. უნდა გიყვარდეს შენი პროფესია, ისე როგორც შენ.გიყურებ და სულ სხვა ხარ, როცა გიღებენ. ცხოვრებაში არაჩვეულებრივი ხარ, კამერის წინ სულ სხვა ხდები, იმიტომ რომ ეს შენია. ეს თუ არ დევს შინაგანად ადამიანში, რაც არ უნდა ისწავლო, ისე ვერ გააკეთებ. თუმცა შენც კარგად იცი რა რთულია ჩვენი სფერო. ფინანსური მდგომარეობა არ არის.თუ არ გიყვარს ეს საქმე და თუ არ იცლები ამით, ვერ გააკეთებ საბოლოოდ. იღლები, წვალობ სიამოვნების დონეზე, იმიტომ რომ ეს შენია და აკეთებ. მერე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. მინდოდა მოდელირება. აკადემია რომ დავამთავრე მოვხვდი ავთო ცქვიტინიძესთან. დავიწყე მუშაობა და ძალიან დიდი პრაქტიკა გავიარე. სწავლობ, თეორია იცი, მაგრამ პრაქტიკა სულ სხვაა: კლიენტთან ურთიერთობა, პრაქტიკული ტვინი რომ უნდა გქონდეს ესკიზის გასაკეთებლად. ავთოსთან 6 წელი ვიმუშავე, რისიც ძალიან მადლიერი ვარ. ჩემი უახლოესი მეგობარია, უფრო მეტ დროს ვატარებდი სამსახურში, ვიდრე ოჯახთან. ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა ავთოსთან მუშაობამ.ჩემი თავი ბოლოს ამოვწურე, იმაზე მეტი მინდოდა გამეკეთებინა. თვითონ ავთოც ხვდებოდა ამას და ელოდებოდა როდის წამოვიდოდი ცალკე. ძალიან შემიწყო ხელი. ვუთხარი, რომ რამდენიმე თვეში ვაპირებდი კოლექციის შექმნას.

რამდენი წელია რაც დამოუკიდებლად მუშაობ?

დაახლოებით 5 წელია. ძალიან კმაყოფილი ვარ. თავიდან ძალიან რთული იყო. მარტო დიზაინერი არ ვყოფილვარ. ვიყავი: დირექტორიც, მენეჯერიც. ძალიან დამეხმარა ჩემი პრაქტიკა. ბევრმა ჩემმა ჯგუფელმა, რომლებიც აკადემიაში ჩემზე ბევრად კარგად ხატავდნენ მათთაც გააკეთეს ჩვენებები, მაგრამ სულ სხვა იყო. ამის ნიჭი ცალკე უნდა გქონდეს. ძალიან კარგი კურსი იყო: თამუნა ინგოროყვა, აკა ნანიტაშვილი, ლანა მატახერია, რომელიც ვიზაჟს აკეთებს. ძალიან ბევრნი ვართ წარმატებულები. ჩვენი საქმე გვაქვს, ვაკეთებთ და ჩვენი პროფესიით ვმუშაობთ.


„ბავშვობიდან მომწონდა ხატვა. სულ ვხატავდი რაღაცებს. უნდა გიყვარდეს შენი პროფესია, ისე როგორც შენ კრისტი. გიყურებ და სულ სხვა ხარ, როცა გიღებენ. ცხოვრებაში არაჩვეულებრივი ხარ, კამერის წინ სულ სხვა ხდები, იმიტომ რომ ეს შენია. ეს თუ არ დევს შინაგანად ადამიანში, რაც არ უნდა ისწავლო, ისე ვერ გააკეთებ. “


ბავშობაში როგორ იცვამდი,უჯერებდი დედას თუ დამოუკიდებლად გიყვარდა სამოსის არჩევა?

ჩემთვის მთავარია, რომ კომფორტულად ვიყო ტანსაცმლეში. მე თუ მაწუხებს სამოსი, მთელი დღე სამსახურში ვერ ვიმუშავებ. მირჩევნია დღისით ცოტა უცნაურადაც მეცვას, მაგრამ კომფორტულად და საღამოს გავიპრანჭო. განსხვავებულად რამეს ვჭრიდი და ვაკეთებდი-თქო ამას ვერ ვიტყვი. მომწონდა მე რასაც ვიცვამდი. დედა რომ დამიდებდა სამოსს ,უპრობლემო ბავშვი ვიყავი შეიძლება ჩამეცვა, მაგრამ მერე ვიცვლიდი ხოლმე მაინც ჩემი გემოვნებით.

რომელია შენი საყვარელი ფერი?

ძალიან მიყვარს შავი.კომფორტულად ვგრძნობ თავს.მიყვარს თეთრი და მწვანე,მიხდება.


„წელიწადში ორჯერ ვაკეთებ კოლექციას, მაღაზიისთვის ცალკე. რაღაც ყოველთვის მაკლდა. მინდოდა ისეთი ხაზი, ფასიც რომ დემოკრატიული ყოფილიყო. ზუსტად ახლა მიდის ბრენდინგი. დიდი გეგმები მაქვს „Wings-თან“ დაკავშირებით. „Wings“ არის ჩემი სიმბოლო, ძალიან კარგის მომტანი“


ჩანთას რა ადგილი უკავია შენს გარდერობში?

ვგიჟდები ჩანთებზე, როგორც ფეხსაცმელებზე. დიზაინერი ვარ და ჩაცმა ძალიან მიყვარს. თუმცა,ჩანთას და ფეხსაცმელს თითქმის ერთ დონეზე ვაყენებ. სადმე რომ მივდივარ მაღაზიაში, ჩანთის ყიდვას რომ არ ვაპირებდე მაინც, არ არსებობს არ შემხვდეს ისეთი ჩანთა, რომელიც მინდა და უარს ვერ ვამბობ, ვყიდულობ. ძალიან მიყვარს ჩანთები.

ყველაზე ხშირად როგორი ტიპის ჩანთებს ატარებ?

ძირითადად, დიდი ზომის ჩანთებს. ყველაფერი შიგნით მაქვს. უნდა გადავიკიდო და გემრიელად ვატარო. რა თქმა უნდა, პატარა ჩანთებიც მაქვს, მაგრამ იშვიათად ვხმარობ უფრო საღამოს კლატჩებს. ჩემოდნები და სპორტული ჩანთები მიყვარს. ასევე,ხელჩანთა რომელსაც არ აბარებ და სამოგზაუროდ თან მიგაქვს. მაქვს ცალკე ჩემი ნოუთბუქის ჩანთა.



სპორტულ სამოსსაც კერავ თუ სხვა გამორჩეული ბრენდის სამოსი გაცვია?


უპირატესობას ვანიჭებ Nike-სა და Adidas. სპორტულ სამოსსა და საცურაო კოსტუმებს დიდი სიამოვნებით შევკერავდი, თუმცა ეს სხვა თემაა და დიდი ამბავი უნდა. ძალიან საინტერესო იქნებოდა. მაქვს ერთი მაისური, რომელსაც უკან „Wings-ი“ აქვს.

რამდენად ხშირად იცვლი თმის ვარცხნილობასა და ფერს?

ვგრძნობ, რომ ძალიან ქერა ვხდები. რაღაც პერიოდი თითქოს ვიზრდი თმას, მაგრამ უფრო ხშირად ვიჭრი.

რომელი აქსესუარი გიყვარს,ყოველდღიურად რომელს ატარებ?

ბეჭდები. საათი, რომელიც სულ მიკეთია. ასევე, სათვალე და საფულე.



„აკადემია რომ დავამთავრე მოვხვდი ავთო ცქვიტინიძესთან. დავიწყე მუშაობა და ძალიან დიდი პრაქტიკა გავიარე. სწავლობ, თეორია იცი, მაგრამ პრაქტიკა სულ სხვაა: კლიენტთან ურთიერთობა,პ რაქტიკული ტვინი რომ უნდა გქონდეს ესკიზის გასაკეთებლად. ავთოსთან 6 წელი ვიმუშავე, რისიც ძალიან მადლიერი ვარ.“


ტატუ გაქვს?

მზე მიყვარს ძალიან. რა თქმა უნდა, ახლა უნდა გავიკეთო “ Wings”.
ჯერ არ ვიცი სად გავიკეთებ. ვფიქრობ, აუცილებლად მინდა რომ ფრთა მქონდეს.

შენ მხოლოდ ქალის სამოსზე მუშაობ თუ მამაკაცების ხაზიც არის?

კოლექცია ქალის არის. კაცები უფრო ინდივიდუალურად იკერავენ სამოსს. “ Wings-ზეც“ მოდიან და უკვეთავენ.

ბავშვების სამოსის შერჩევაში თუ ერევი,გეკითხებიან რჩევებს?

სულ მეკითხება უფროსი და ითვალისწინებს რჩევებს. მოსწონს რასაც ვურჩევ. ერთია იცოდეს, რომ მე ვიცი ჩემი საქმე და მენდობა ,მაგრამ ისედაც მოსწონს რასაც ვაკეთებ. პატარა ვიყავი როცა გავაჩინე და და-ძმასავით მოვდივართ. რომ იცვამს სულ მეკითხება მომწონს თუ არა. მოსწონს ჩემი აზრი. მითქვამს რომ :“დე,ეს არა“ და ყოფილა შემთხვევა რომ გამოუცვლია.

როგორია შენი სამომავლო გეგმები ? მოდის კვირეულზე აპირებ ჩვენებას?

არ ვიცი. ბევრი გეგმა მაქვს. მოსკოვს ძალიან მოსწონს “Wings“,
შემიკვეთეს, წაიღეს და ახლა, კიდევ უნდათ. ბაქოდანაც არის შემოთავაზება.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებების გისურვებთ!





Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)


Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: BUON VIAGGIO

Share it
Comments
Back to Top