;

19 May 2014      ANGEL     Views 26240    
Category: Fashion, Georgians, for ANGEL.ge, Stars


● პროექტისთვის 1 celebrity=5 looks ჩავწერეთ მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი,
რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

ნუკის თინეიჯერობის წლებსა და მისაბაძ მაგალითზე, მისი სტილის ცვლილებაზე, მოდური ტენდენციების თამამად მორგებაზე და მის სექსუალურ თუმცა არა ვულგარულ იმიჯზე ვესაუბრეთ. გაგვიმხილა თუ რომელი სიმღერებს უსმენს ამჟამად და აღიზიანებს თუ არა მოჭარბებული ინტერესი მისი რომანის და ცხოვრების სტილის მიმართ.

პროექტის ფარგლებში ნუკი გადავიღეთ 5 სხვადასხვა ვითარებაში, დილით SANIMA-ს ხალათით, გადაცემის ჩაწერაზე და საღამოსთვის Hervé Léger-ის კაბაში გამოწყობილი.

ნუკი კოშკელიშვილი ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია




#1 ლუქი SANIMA-ს ხალათი


რამდენად მოქმედებს ტანსაცმლის არჩევაზე განწყობა? თუ არჩევ წინასწარ სამოსს ჩაწერისთვის
❝ განწყობა მოქმედებს და სწორედ ამიტომ არ ვარჩევ წინასწარ არაფერს

როგორია ნუკის ერთი თავისუფალი დღე, შესაძლოა ქუჩაში
სრულიად მოუწესრიგებელი "ჯინსებში" და მაკიაჟის გარეშე გიხილონ?

❝ კი თავისუფლად, მეტსაც გეტყვი ხალათით მაღაზიაშიც, თუმცა ჩემი სირცხვილია, ბებიაჩემი მეუბნებოდა საძინებლიდანაც არ გამოხვიდე სანამ არ მოწესრიგდებიო..❞



მუსიკა: 5 ტრეკი, რომელიც ამჟამად თქვენს პლეილისტში ტოპ პოზიციაზეა
Amy Macdonald - This Is The Life, Madness - Never Knew Your Name და ბევრი ჩელენტანო:)) ❞

► Amy Macdonald - This Is The Life
lyrics: and you're singing the songs, thinking this is the life
and you wake up in the morning, and your head feels twice the size
where you gonna go...
► Madness - Never Knew Your Name
lyrics: Oh I wanted to call, call out your name, But stupid pride and idiot shame
Hesitated, scared of playing the fool
, So you walked away, from Mr Cool



SANIMA GROUP- ის მიერ შეკვეთით დამზადებული ხალათი
წარწერით და სასურველი ლოგოთი

Facebook: facebook.com/sanima.robes
Instagram: @sanima_group
WhatApp: (+995) 555 10 45 78



ნუკი კოშკელიშვილი = 5 looks

SANIMA GROUP-ის უმაღლესი ხარისხის ხალათები, ხალათები გამორჩეულს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას და ხაზს უსვამს ინდივიდუალურობას. ნუკის SANIMA-ს წარმოდგენილი ხალათებიდან საკუთარი სახელით და გვირგვინის გამოსახულებით ამოტვიფრული ხალათი აქვს, ასევე წარმოებაშია ატლასის ხალათები. შემოთავაზებული პროდუქტი საუკეთესო საჩუქარია მეგობრებისათვის და ოჯახის წევრებისათვის.

SANIMA-ს პროდუქციის შესაძენად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
ტელეფონის ნომერზე: (+995) 555 10 45 78 ან WhatApp-ში









#2 ლუქი


თქვენი სტილი გამოკვეთილი, ფერადი, თამამი და ინდივიდუალურია, როგორ
ყალიბდებოდა ის და თინეიჯერობის პერიოდში და თუ გქონდათ აკრძალვები მშობლების მხრიდან

საბედნიეროდ არ მქონია აკრძალვები, თუმცა გეტყვით რომ ჩემმა ჩაცმულობის სტილმა დიდი გზა გამოიარა იქამდე სანამ ჩამოყალიბდა, სასწაულ რაღაცეებს ვიცვამდი, ძირითადად ბრჭყვიალა და ბრდღვიალა რაღაცეებს, თუმცა თანდათან მაგალითად გავიხადე დედა და დავიწყე მიბაძვა და რაც მთავარია ყურის მიგდება, ნელა ნელ დავინახე ჩემი სტილი, ჯერ შორს არის მაგრამ მალე მივალ მაქამდე ❞





ირგებ და იხდენ ყველაზე თამამ მოდურ ტენდენციებს, მაგრამ თუ გიფიქრია, არის რაიმე
რასაც არასდროს ჩაიცმევდი იმის და მიუხედავად რამდენად მოდაში იქნება?

❝ ყველაფერს ვირგებ??? დიდი მადლობა, არ ვიცი ეს ალბათ დამოკიდებულია ჩემს სხეულზე, ხო იცი, ატანა უნდა რაღაცეებს, როგორ მოდაშიც არ უნდა იყოს თუ ჩემს აღნაგობას არ მოუხდება არ ჩავიცვამ, არა ვიტყუები - ხანდახან მომწონებია, ვერ მომიხდენია მაგრამ მაინც ამაყად ჩამიცვამს





#3 ლუქი




როგორ ადევნებთ თვალს მოდის ტენდენციებს და ვინ არიან თქვენი style icon ქალბატონები
❝ ინტერნეტით, არავინ არ მყავს აჩემებული თუმცა ვთვლი რომ არც არის საჭირო აჩემება გადახედეთ ქართველ ქალბატონებს, ყველას შესანიშნავი გემოვნება აქვს

ბრენდები, რამდენად აქცევთ ყურადღებას სამოსის ბრენდს
❝არა, მთავარია ზედ არ შემომეხეს და ლამაზი იყოს. თუმცა გეტყვით ერთ რამეს ტრადიციული ინგლისური გამონათქვამია - მე არ ვარ იმდენად მდიდარი რომ ვიყიდო იაფი რაღაცეები, გენიალურია, ჯობია ერთხელ მაგრამ ხარისხიანი, ნამდვილად ❞




ყვავილებიანი თმის აბადოკი, სათვალეები მასიური დეკორით, ბეწვის ქურქი, ყველა ტენდენციის მოხდენას ახერხებთ, რაშია საიდუმლო, რა რჩევას მისცემდით ❝ გოგონებს, რომლებსაც სურთ მოდას მისდიონ და გემოვნებიანად მოახერხონ ასეთი გამოკვეთილი ნივთების კომბინირება
❝ უბრალოდ ჩაიცვან ის რაშიც გრძნობენ თავს განუმეორებლად, ზუსტად ვიცი ქალაქის გიჟს ვგავარ ჩემს სათვალეებში, მაგრამ ძალიან მომწონს მართლა. ❞

თმის ვარცხნილობას თითქმის არ ცვლით, წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი სხვანაირი ვარცხნილობით და თუ გიცდიათ
კი, მიცდია და სიმართლე გითხრათ ახლა გამირბის ხელი რაიმე ცვლილებისკენ

სად შოპინგობთ და რამდენად ხშირად ანახლებთ გარდერობს
❝ ვშოპინგობ ყველგან სადაც საშოპინგოა, ძალიან შევჯექი ნაფ ნაფის ტანსაცმელზე,
სულ მაცმევენ გადაცემისთვის და უკვე ძალიან მომწონს მეც ❞



#4 გადაცემის ჩაწერაზე
Naf Naf-ის ლუქი


როგორ ატარებთ დღეს სამუშაოს შემდეგ, საყვარელი ადგილი (კაფე, პარკი) რომელსაც ხშირად სტუმრობთ
მეგობრები, აი ეს არის საუკეთესო ადგილი ჩემთვის, ძალიან მიყვარს გაბრიაძის კაფე ❞

მოდა იცვლება, ხშირად ძველ ფოტოებს რომ ათვალიერებენ უჩნდებათ კითხვა,
ნუთუ ეს მე მეცვა... გქონიათ მსგავსი განცდა? თუ ფიქრობთ, რომ განიცადეთ სტილის ევოლუცია


❝ სულ 5 წლის ვარ, არ შეცვლილა ჯერ მოდა ასე მკვეთრად თუმცა
ალბათ მოგვიანებით მექნება მსგავსი შეგრძნება, ეს ბუნებრივია





კარგად ფლობთ საკუთარ სხეულს, სიმაღლისდა მიუხედავად მოგწონთ და ხშირად გაცვიათ მაღალქუსლიანი ფეხსცმელი, გამოკვეთ დეკოლტეს ვულგარულობის გარეშე და იცით მაკიაჟის სწორად შერჩევა, ზოგიერთი გოგონასთვის რთულია საკუთარი სხეულის თავისებურობების შესწავლა და მათზე მორგება, თქვენ თუ გქონდათ ასეთი პერიოდი

❝ ახლაც მაქვს, ძალიან ხშირად მიგრძვნია რომ 'რა შუაში ვარ',
ჯერ კიდევ ექსპერიმენტის სტადიაში ვარ





#5 ლუქი Hervé Léger-ის კაბა


სექსუალური ქერათმიანი ქალბატონის იმიჯის, თამამი ფოტოსესიების მიუხედავად ახერხებთ არ გადასცდეთ ვულგარულობის ზღვარს და საქართველოში ძალიან ბევრს უყვარხართ, როგორ ახერხებთ ამას

არ ვარ ვულგარული ალბათ, ჩემში არ არის, არ ვიცი საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ,
არ არის ისეთი ცეცხლი რომ რამე ვულგარული გავაკეთო, არ ვიცი არ ვიცი..❞

ვის აზრს და შეხედულებებს ითვალისწინებთ ჩაცმასთან,
სხვადასხვა გადაცემებსა და გადაღებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით


დედის



ნუკი კოშკელიშვილი = 5 looks

Hervé Léger -ის დიზაინის კაბა
წარმოდგენილი მაღაზია "სამოსი"-ში
თბილისი, თამარაშვილის ქ. #19

სადაც ასევე შეხვდებით სხვა სტილის Hervé Léger-ის საღამოს კაბებს, იდეალურს საღამოს და საბანკეტო წვეულებებისთვის. ასევე სხვა ბრენდული სამოსი და აქსესუარები ხელმისაწვდომ ფასად.

Instagram: @samosishop
facebook: facebook.com/pages/მაღაზია-სამოსი
(032) 2 39 86 71









მაღაზია "სამოსი"-ს Hervé Léger -ის საღამოს კაბა, ფასი: 320 ლარი

Instagram: @samosishop
თბილისი, თამარაშვილის ქ. #19






სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე უამრავი ფეიჯია, სადაც თქვენი ფოტოები იდება, თავადაც ხშირად ანახლებ პერსონალურ გვერდს და გვიზიარებ ფოტოებს, მაგრამ არ გაღიზიანებს მოჭარბებული ინტერესი შენი პერსონის და ცხოვრების სტილის მიმართ?
განსაკუთრებით რაც ბენი ეწვია საქართველოს

არა პირიქით ორივეს გვიხარია, მე ვამაყობ რომ ჩვენს ქვეყანას მოეწონა

რამდენად გიყვართ სურპრიზები და ექსპრომტი, თუ გაქვთ სამომავლო გეგმები
მიყვარს და სწორედ ამიტომ სიურპრიზად დაგიტოვებთ ჩემს სამომავლო გეგმებს



ნუკი კოშკელიშვილი ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია



Category: Fashion, Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags: 5looks, ნუკი კოშკელიშვილი, for angelge

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top