;

2 March 2014      ANGEL     Views 6565    
Category: Fashion


@Lela B. / @Lanka M.


კომპანია "სოკარი"-ს მხარდაჭერით საქართველოში, ყველაზე ცნობილი და პოპულარული აზერბაიჯანული მოდური ჟურნალის NARGIS პრეზენტაცია გაიმართა "ქარვასლა"-ში, სადაც მიწვეულ სტუმრებს Moët-ის შამპანურით გაუმასპინძლდნენ და თითოეულს ჟურნალ ნარგისის ეგზემპლარი აჩუქეს, ჩვენების დაწყებამდე ქარვასლის საგამოფენო სივრცე ფოტო-გამოფენას მასპინძლობდა, თავად ქარვასლა კი მართლაც გასაოცრად იყო მორთული წითელი ხავერდის დრაპირებით და ნარგიზის ყვავილების ორიგამით.

გაიმართა Atelier Jan და სიმონ მაჩაბელის ჩვენებები, რომელიც ჯეო-მოდელსის მოდელებმა წარმოადგინეს, ღონისძიებას კი თაკო ჩხეიძე უძღვებოდა რუსულ-ენოვან წამყვანთან ერთად. ჩვენებას ცოცხალი მუსიკა და ტანმოვარჯიშეთა-პერფორმანსი აფორმებდა.


@renanasadov / @tako_chkheidze


ჟურნალი 2012 წელს დაარსა იულვია რახმანოვამ, ახლა კი გადაწყვიტეს, 2014 წლის მარტიდან ჟურნალი ქართულ პუბლიკასაც წარუდგინონ. ნარგისი - მოდის ტენდენციებს და კულტურულ სიახლეებს აღწერს, ჟურნალი რუსულ ენაზე გამოიცემა და მას ორი დამატება მოყვება beauty გამოცემა და საქართველოს შესახებ.



@annashelia


@nargis_magazine


@atelierjan


@buro247az



ღონისძიებას მოდის სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველები
და აზერბაიჯანელი
სტუმრები ესწრებოდნენ.












Category: Fashion
Tags: სიმონ მაჩაბელი, თაკო ჩხეიძე, ქრისტინე იმედაძე, ანუკი არეშიძე, დალი ჩიტალაძე

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top