18 February 2014      ANGEL     Views 5 930    
Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი აჩი არველაძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია - აჩი არველაძე საუბარი შედგა მის ყოველდღიურსა და სავარჯიშო სტილზე .რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი და რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში ჩანთას. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„დღეს ბავშვებისთვის ყველაზე ძნელია სკოლის პერიოდი,
ჩვენი უფრო მარტივი იყო, სკოლის ფორმები გვეცვა და არ იყო არაფერი ასარჩევი.“


შენი პროფესიიდან გამომდინარე,სპორტული სტილი გიყვარს თუ კლასიკური?
თბილისიდან გამომდინარე მირჩევნია ვიყო სპორტულ სტილში.
განათებული კი არის, მაგრამ სუფთა არა. მირჩევნია, რომ ჯინსს შევუხამო სამოსი.

ბავშვობაში შენ და შოთი(ძმა) ერთნაირად იცვამდით, როგორც ტყუპებს ჩვევიათ?
იყო დრო, როცა ერთნაირი ბოტასები გვეცვა, თუმცა ისე, რომ ყველაფერი ერთაირი გვცმოდა ასეთი რამ არ მახსოვს. ერთნაირი ბოტასი, მაისური და სპორტული გვქონდა.

ახლა თუ გაცვიათ ერთნაირად?
არა, მაგრამ გემოვნებით ძალიან არ განვსხვავდებით. უბრალოდ, შოთის, თავისი პროფესიიდან გამომდინარე კლასიკური სტილი აქვს. მეც ოფიციალურ შეხვედრებზე მიწევს ჰალსტუხის გაკეთება, ყოველდღიურად თბილისში არა.

რა ასაკში გქონდა წინააღმდეგობა დედასთან ჩაცმასთან დაკავშირებით?ყოფილა ასეთი ფაქტი?
ასეთი რამ არ მომხდარა. ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობები ბიჭებთან უფრო ნაკლებად ხდება. დღეს ბავშვებისთვის ყველაზე ძნელია სკოლის პერიოდი, ჩვენი უფრო მარტივი იყო, სკოლის ფორმები გვეცვა და არ იყო არაფერი ასარჩევი. ყოველდღე ის ფორმა გვეცვა. სხვათაშორის მიყვარდა ფორმის ჩაცმა. მოსკოვიდან ჩამოჰქონდათ პიჯაკი, შარვალი და პერანგი.




„თბილისიდან გამომდინარე მირჩევნია ვიყო სპორტულ სტილში. განათებული კი არის, მაგრამ სუფთა არა. მირჩევნია, რომ ჯინსს შევუხამო სამოსი.“

მოედანზე სავარჯიშოდ როგორ ირჩევ სამოსს?

დღეს, ყველაფერი იმ დონეზეა, რომ სავარჯიშო სამოსზეც დიზაინერი მუშაობს.
კლუბს ჰყავს თავისი დიზაინერი და არჩეული აქვს თავისი ფერები.

რომელი კლუბის სამოსი მოგწონდა ყველაზე მეტად?

სადაც ვიყავი, ერთადერთი განსხვავება ფერები იყო. დინამოში იყო ძირითადი ფერი ლურჯი თეთრით. ერთი განსხვავებული ფერი უნდა გქონდეს, თორემ შეიძლება სხვა გუნდასაც იმავე ფერის ეცვას. ყველა გუნდს თავისი ფერი აქვს. ბარსელონას- ბორდოსფერი და მოცისფრო; მილანს - შავი და წითელი. მე ყველაზე მეტად დინამოს ფერები მომწონდა, თეთრი ლურჯით. კარგი შეხამება იყო. თურქეთში ბორდოსფერისა და ცისფრის შეხამება იყო. ეს ყველაფერი კეთდება ყოველ წელს. ახალი მაისურისთვის, თუ როგორი იქნება, იმიტომ რომ ეს მაისურები იყიდება გულშემატკივრებისათვის.



„ყველას გემოვნება განსხვავებულია. შეიძლება ქალს რომელი ჩანთაც მოსწონს,
მე ის საერთოდ არ მომეწონოს.“



ქართველ დიზაინერებთან თუ გიწევს თანამშრომლობა ,თეონა თავართქილაძის (რძლის)გარდა?

რა თქმა უნდა, თეონასთან ხშირად მიწევს. ყოფილა შეთხვევა, რომ რაღაცები გამიკეთებია,
თუმცა ისე, რომ სხვასთან რაიმეს გასაკეთებლად მივიდე ასეთი რამ არ ყოფილა.

ჩანთები თუ არის შენს გარდერობში,ხშირად ხმარობ?

ჩანთა, როგორც ქალის ყველაზე აქსესუარი, ჩემთვის, ასეთი მნიშვნელობის არ არის.
ჩემთვის, სამგზავრო დანიშნულება აქვს. ყოველდღიურად ჩანთა არ მჭირდება.

საზღვარგარეთ, რომ მიდიხარ გადაადგილებისთვის იყენებ პატარა ჩანთას?
დიდი ჩემოდნები არ მიყვარს. ვცდილობ, რომ პატარა ჩანთა წავიღო, ისეთი რომ სულ თან ვატარო.


„დღეს, ყველაფერი იმ დონეზეა, რომ სავარჯიშო სამოსზეც დიზაინერი მუშაობს.“



Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia




Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: BUON VIAGGIO angel.ge-სთვის კრისტი ინტერვიუ აჩი არველაძე

Share it
Comments
Back to Top