;

3 February 2014      ANGEL     Views 6143    
Category: Fashion, Georgians, for ANGEL.ge, Stars

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ეკა მგალობლიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ მსოფლიოს 7 სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრს, ეროვნულ დირექტორს ევრაზიაში და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელს ეკა მგალობლიშვილს უმასპინძლა. საუბარი შედგა კონკურსებსა და ჩანთებზე. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„ჩვენი პრინციპია ყველა რაიონსა და რეგიონში აღმოვაჩინოთ ახალი სახე. მხოლოდ ვაკესა და ვერაზე მოსული გოგონებით არ ვკმაყოფილდებით. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ვისაც აქვს და არ აქვს, თუნდაც ტრანსპორტის საფასურის გადახდის საშუალება.“

როდის ჩამოყალიბდა შენი გემოვნება,დედასგან დამოუკიდებლად რა ასაკში დაიწყე შენი სტილის არჩევა?

ბაღის ასაკიდან დაიწყო. არ მიყვარდა საწვიმარი ბოტების ჩაცმა და სულ ვეწინააღმდეგებოდი დედას. მიყვარდა ლამაზი კაბების ჩაცმა. არ ვიცვამდი სქელ კოლგოტებს და უმეტესად შარვალი და წინდები მეცვა.

შენი შვილი ანასტასიაც გეწინააღმდეგება?

ყოველთვის მეკითხება აზრს, რაიმეს რომ ვყიდულობთ, უხდება თუ არა. მახსოვს ერთ-ერთ საღამოზე ქალს და მამაკაცს უყვებოდა, რომ “Coco Chanel-ი” დავასხი, მაგრამ ფრენჩი არ გავუკეთე. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, მუცელში ყოფნის დროიდან იყო ამ წრეში. ყველა კონკურსს ესწრება იმ პირობით, რომ ის გახსნის საღამოს.




„ჩემი ხედვა და შერჩევის უნარი მაქვს, ვიცი სად რა უნდა ჩავიცვა: თეატრში, კონკურსზე, კლუბში.“

გვესაუბრე კონკურსებზე, რამდენი კონკურსის დირექტორი ხარ?

მემგონი უკვე ვეღარც ვთვლი, მაგრამ დავიწყოთ ჩემი ყველაზე საყვარელი კონკურსით, ეს არის „მის მსოფლიო თინეიჯერი“. წლების განმავლობაში ვდგამდით ამ სფეროში ნაბიჯებს მე,შენ და ნინი შერმადინი.გამოვყოფდი, შარშანწინდელ „მის მსოფლიო თინეიჯერს“, რომელიც გვატემალაში ჩატარდა. დიდ წარმატებას მიაღწია „მის საქართველო თინეიჯერის“ გამარჯვებულმა ლიდა ჩხაიძემ. შარშან კი „მის მსოფლიო თინეიჯერის“ ხუთეულში გავიდა თამთა ქენქაძე და „მსოფლიოს საუკეთესო მოდელი თინეიჯერის“ ტიტული მოიპოვა. მეორე კონკურსი, ეს არის „მის ევროპელი“,სადაც ევროპის ყველა ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას. წელს ჩატარდა მალტაში.10 გოგონა გვყავდა წაყვანილი,რომლებიც თქვენ, ჟიურის წევრებმა შეარჩიეთ ფოთსა და ანდამატში.“ევროპის პრონცესა“ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი იაკო მღებრიშვილი გახდა. მესამე კონკურსია „The best model of the world” ძალიან პრესტიჟული კონკურსია,ყველა ცნობილ მოდელს აქვს ბავშვობაში მონაწილეობა მიღებული. “მის ბიკინი“ გახდა „კატრინის“ მოდელი სალომე მარკოზია.ასევე,კონკურსი „Child model of the world”, სადაც პატარები მონაწილეობენ. “მის ევრაზიისტიტულით დაბრუნდა ლიზი გუბელაძე, ეკა ბესელიას ქალიშვილი. ეკა ბესელიაც ძალიან დაგვეხმარა, სოციალურად დაუცველი მოდელი გვყავს სააგენტოში და რომ არა მისი დახმარება, ვერ წავიყვანდით კონკურსზე. ერთ პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელ და ექსკლუზიურად გეტყვი,რომ ახალი კონკურსი შეიქმნა „მომავალი მოდელი და ტალანტი“, რომლის ლიცენზიაც ახლახან ჩამომივიდა.

ახალი თაობის ნაკადის აქტიურობაზე რას იტყვი,მასშტაბურად იღებენ მონაწილეობას კონკურსებში?

ჩვენი პრინციპია ყველა რაიონსა და რეგიონში აღმოვაჩინოთ ახალი სახე. მხოლოდ ვაკესა და ვერაზე მოსული გოგონებით არ ვკმაყოფილდებით,ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ვისაც აქვს და არ აქვს ,თუნდაც ტრანსპორტის საფასურის გადახდის საშუალება.შარშანდელი წელი ისეთი დატვირთული არ იყო,ქვეყანასაც ჰქონდა გადატვირთული პერიოდი. 2014 წელს უკვე შევხვდი გუბერნატორებს და ისევ ისეთივე შემართებით დავიწყებთ მუშაობას. კონკურსი ბევრად უფრო მასშტაბურად ჩატარდება ყველა რაიონსა და რეგიონში.




„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ სპორტულად ჩაცმას. ძალიან მომენატრა ჯინსები, ბოტები და კეტები. საზოგადოება სულ კლასიკურ სტილში ჩაცმულს მხედავს.“


დავუბრუნდეთ მოდასა და ჩანთებს, როგორი სტილის ჩანთები გიყვარს ?

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან კმაყოფილი ვარ „BUON VIAGGIO-ს“ სამგზავრო ჩანთებით. პანამაში, გვატემალაში, ამდენ ქვეყანას რომ გაივლის, 20 საათიან მგზავრობას უძლებს. არ ვაპირებ სხვა ბრდენდით ჩავანაცვლო BUON VIAGGIO. მაქვს რამდენიმე ფერადი ჩემოდანი.აპრილში პატარების მსოფლიო კონკურსზე BUON VIAGGIO-ს წარმომადგენელი მიწვეულია ჟიურიში და გამარჯვებულს გადაეცემა BUON VIAGGIO-ს ჩემოდანი.

ყოველდღიურად როგორ ჩანთებს ხმარობ?

ჩემი მანქანა არის ჩემი გარდერობი. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ყველაფერს ვატარებ. არის შემთხვევა როცა ჩემოდანიც მიდევს.რამდენიმე ჩანთა ყოველთვის მიდევს.ვერ ვიტყვი კონკრეტულად მიყვარს დიდი ან პატარა-თქო.რა დროს რა მჭირდება იმის მიხედვით ვარჩევ .

ქართველი დიზაინერებიდან ვისთან თანამშრომლობ?

ეკა ბალანჩივაძესთან. ახლახან შემიკერა ქართული ჩოხა, გათანამედროვებული სტილით.
ყველა დაინტერესდა ვისი შეკერელი იყო.

ვიცი,რომ შენ შენი მოდელების ჩაცმულობაზეც ზრუნავ.

ხშირად არ მიჯერებენ, რომ ჩემი შეკერილი კაბები აცვიათ მოდელებს. ჩემი ხედვა და შერჩევის უნარი მაქვს,ვიცი სად რა უნდა ჩავიცვა: თეატრში,კონკურსზე ,კლუბში.თუ ვიზუალი ხელს გიწყობს,ყველანაირ სამოსს მოირგებ.




განწობიდან გამომდინარე იცვამ თუ სიტუაციიდან გამომდინარე?

რა თქმა უნდა ,განწყობიდან გამომდინარე,თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა წამყვანი ვიყავი და კონკრეტული სამოსი უნდა მცმოდა, რომელიც მე არ მომწონდა. მქონდა მოდის სახლი, სადაც იყო 200 კაბა,თუმცა იქიდან მე პირადად 10 მომწონდა. დანარჩენი მასაზე იყო გათვლილი. როცა რაიმე საკითხს ბიზნესის კუთხით უყურებ გათვლა მასაზეა. როცა საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცვამ, რა თქმა უნდა, ჩემი განწყობით. დღეს კარგ ხასიათზე ვარ ,მინდა ელასტიკის ჩაცმა,ხვალ მოკლე კაბის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ სპორტულად ჩაცმას.ძალიან მომენატრა ჯინსები,ბოტები და კეტები.საზოგადოება სულ კლასიკურ სტილში ჩაცმულს მხედავს, როცა სპორტულად მაცვია მეუბნებიან, რომ მიხდება.

ვიცი, რომ საზღვარგარეთიდან უამრავი კაბა ჩამოგაქვს. კაბებიც ხომ ეტევა „BUON VIAGGIO-ს“ ჩემოდანში?

ხშირად 18-20 კოსტუმიც. არაჩვეულებრივად ეტევა ყველაფერი. ერთ-ერთ კონკურსზე „Victoria’s Secret-ის“ ფრთები მოგვთხოვეს. გავიქეცით თინათინ მაღალაშვილთან ფრთების გასაკეთებლად. ფრთებიც მშვენივრად ჩაეტია. ყველაფერი თავსდება BUON VIAGGIO-ს ჩემოდნებში.



Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia




Category: Fashion, Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top