;

4 April 2013      Nanuka.     Views 17337    
Category: Fashion, Georgians, Tbilisi Fashion Week

Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე - ანა შელია

23-26 აპრილს თბილისის მოდის კვირეული იწყება! რიგით მე-8 კვირეული თბილისის მუზეუმ "ქარვასლაში" გაიმართება. მოდური მოვლენის მთავარი ნაწილი მისი ახალი სახე - უმშვენიერესი, დამწყები მოდელი ანა შელიაა, რომლისთვისაც კიკალა სტუდიომ უკვე გამართა ორდღიანი ფოტოსესია და შეარჩია საიმიჯო ფოტო. ანა GeoModels-ის მოდელია. იგი ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, თუმცა უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. იმ მიზნით, რომ ხალხმა მეტი შეიტყოს ანას შესახებ, ენჯელ.ჯიმ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდა
მინი დოსიე:
სრული სახელი: ანა შელია
დაბადების თარიღი: 8 ივნისი, 1999
ასაკი: 13 წლის
დაბადების ადგილი: თბილისი
სიმაღლე: 177 სმ
პარამეტრები: 87-54-88
ჰობი: იოგა, თხილამურებზე სრიალი

ანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდაანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდა

ანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდა
-ანა, როგორ დაიწყე მოდელობა და რამდენი წლის იყავი?
-12 წლის ვიყავი და გამოვედი Tbilisi Fashion Week Newcomer-ებზე.
- ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც აღმოგაჩინა ანუ შემოგთავაზა, რომ გამოსულიყავი Tbilisi Fashion Week Newcomer-ებზე?
-ბავშვობიდან მიცნობს თაკო ჩხეიძე და ბავშვობიდან მეუბნებოდა, რომ მე დავდგებოდი მოდელი.
-Tbilisi Fashion Week-ის გარდა, მიგიღია თუ არა მონაწილეობა სხვა ჩვენებებში?
-ჯერ-ჯერობით არა.
-აპირებ თუ არა რომ გაყვე ამ პროფესიას და სხვა რომელი სფეროთი ხარ დაინტერესებული?
-ბევრი რამით ვარ დაინტერესებული, მაგრამ განსაკუთრებით სამოდელო სფეროთი. კი ვაპირებ, მაგრამ არ ვიცი რამდენად კარგად გამომივა.

ანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდა

-რომელი მოდელები მოგწონს გამორჩეულად?
-ადრიანა ლიმა, ქეით მოსი და როზი ჰანტინგტონ უაიტლი.
-ხარ თუ არა გადაღებული რომელიმე კლიპსა ან რეკლამაში?
-კლიპში არა, მაგრამ "მაგთის რეკლამაში" ვარ გადაღებული.
-სამოდელო სფეროს მიღმა, როგორი მოსწავლე ხარ, როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
-ნორმალური მოსწავლე ვარ. ჩემს დაქალებთან ვატარებ თავისუფალ დროს ან წიგნს ვკითხულობ.

ანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდა
-დარწმუნებული ვარ ბევრ ბიჭს მოსწონხარ და ხშირად გრძნობ მათ ყურადღებას. შენ თავად თუ მოგწონს ვინმე ან გყოლია თუ არა შეყვარებული?
-კი, მყოლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემს ასაკში უბრალო გატაცებაა. მოწონებით ბევრი მომწონს, მაგრამ სერიოზულად არავინ.

-ცოტა შენს ოჯახზეც გვიამბე. ვისთან ერთად ცხოვრობ და შენ გარდა, არის თუ არა მათგან რომელიმე მოდელობით დაკავებული?
-5 ვცხოვრობთ ოჯახში: მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა და ჩემი და. არა, მხოლოდ მე ვარ მოდელობით დაკავებული, მაგრამ ადრე დედაჩემი იყო ამ საქმიანობით გატაცებული.
-ანა, ბოლოს რას ურჩევდი დამწყებ მოდელებს, რომლებსაც სურთ რომ ამ სფეროში წარმატებულები გახდნენ?
-მთავარია თავიანთ თავებში დარწმუნებულები იყვნენ და ეს საქმიანობა უყვარდეთ.

"კურიერის" რეპორტაჟი: ნახეთ როგორ ემზადებოდა ანა წლევანდელი მოდის კვირეულისთვის

ანა გასულ მოდის კვირეულებზე:

ანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდა
ანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდა
ანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდა

ანას პირადი ფოტოები Instagram-იდან:

ანა შელიას გარეგნულად ძალიან ბევრი ადამიანი ამსგავსებს "ვიქტორია სიკრეტის" ანგელოზს - როზი ჰანტინგტონ უაიტლის. მართლაც, დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რომ ამ ორ ქერა ცისფერთვალება მოდელს შორის მსგავსება დავინახოთ. უფრო ზუსტად კი ამის დანახვა ფოტოებით შეგვიძლია:

ანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდა
ანა შელია Tbilisi Fashion Week-ის ახალი სახე გახდა

როგორც უკვე გითხარით, Tbilisi Fashion Week-ი სულ მალე აიღებს სტარტს. ჩვენ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ანას და ვიმედოვნებთ, რომ მისი კარიერა მალე საქართველოს ფარგლებს გარეთაც ძალიან წარმატებული იქნება!

Category: Fashion, Georgians, Tbilisi Fashion Week
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 5 »

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top