;


Movie-premiere of the historical concert held in Havana, the legendary The Rolling Stones!
Only once! [Only one session!
✪ September 23th, at 21:00 at Coin in Fountain!

New trend for music and movie lovers. Dreamed about the legendary band The ROLLING STONES? One of their historical and best concerts can be seen in Cave's cinema with the highest audio and video quality, and it is only 1 days to host a global movie screening and see the ROLLING STONES Havana, a recording of a concert in Cuba attended by 1,2 million listeners! The concert, which was announced by Jumpin 'Jack Flash', 'It's Only Rock' n 'Roll', 'Gimme Shelter', 'Brown Sugar', 'Satisfaction' and other hits during the América Latina Olé 2016 tour. The record is accompanied by band members and interview with Mike Joger!


The Rolling Stones Havana Moon
www.cavea.ge/
www.stonesincuba.com

Tags:



More than 300 photographer's work will be displayed in the [b]TBILISI PHOTO FESTIVAL 2016[/b] program 16 - 22 Until September. The Festival MOMA will begin at the Tbilisi Exhibition Area where the exhibition of the 11th author of modern Japanese photography will be displayed. Then the main part of the exhibition will be hosted by [b] fabrica [/b], and café [b] lolita [/b] and [b] frontline [/b]. On September 17, [b] photography night [/b] will be held in Old Tbilisi, which will open the concert of The Jetbird[/b] on Maidan! For lovers of photography ahead of the busy and exciting week, see the program:

Tags:


საქართველოს კინოთეატრებში ‪#‎ცხელი ზაფხული კინოში პიკს უახლოვდება!
ამ ზაფხულის მთავარი კინომოვლენა - "თვითმკვლელთა რაზმი" 4 აგვისტოდან!

Suicide Squad - ერთერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი, რომელსაც კომიქსების მოყვარულები უკვე რა ხანია ელიან 4 აგვისტოდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის. ამერიკული DC Comics და Warner Bros. Pictures კომიქსების ყველაზე ბოროტი სუპერგმირები სამყაროს გადასარჩენად მზად არიან! ანტი-გმირებს ამერიკის მთავრობის დავალებით გამოსწორების ერთადერთი და უკანასკნელი შანსი ეძლევათ, თუმცა რაზმი თავიდანვე განწირულია, რადგან მისიის შესრულება და დაბრუნება თითქმის შეუძლებელია.

რეჟისორმა დევიდ ეიერმა შესანიშნავი სამსახიობო დასი შეკრიბა: მარგო რობი, უილ სმიტი, ჯარედ ლეტო, ჯეი კორტნი, კარა დელევინი, იუელ კინამანი, ვიოლა დევისი.. მანვე დაამუშავა სცენარი ფილმისთვის, რომელზეც 2014 წლიდან მუშაობს. ფილმი 2D, 3D და IMAX 3D ხარისხშია გადაღებული.


Tags:

მეზობლები 2 : ბრძოლა დაიკოების წინააღმდეგ

მეზობლები 2: ბრძოლა დაიკოების წინააღმდეგ
ამერიკული კომედიის მეორე ნაწილი, სადაც ამჯერად მაკის და კერის ოჯახის მეზობლად გადმოდის გოგონების საუნივერსიტეტო კლუბი. ახალი მეზობლების ხლოი გრეის მორეცი და სელენა გომეზის ახალგაზრდული თავაღებული გართობის წინააღმდეგ ბრძოლაში ცოლ-ქმარს სეტ როგენსა და როუზ ბირნს ყოფილი მტერი ზაკ ეფრონის პერსონაჟი დაეხმარება.

Maybe it’s not that bad. Girls are usually quiet. They don’t really take hard drugs. And they’re MUCH smarter.
საქართველოს კინოთეატრებში კავეა თბილისი მოლი, კავეა ისთ ფოინთი და რუსთაველი რუსულად და ინგლისურ ენებზე
www.kinoafisha.ge/sessions


Tags:

23 ივნისს, „ოტიუმში“ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა 2015“ გაიმართება. მუსიკალური კონკურსი, რომელიც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“ დააფუძნა, უკვე მესამედ ტარდება. 2014 წელს გამარჯვებული გახდა სიმღერა „Waterfall“, ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის შესრულებით, 2015 წელს კი ანრი ჯოხაძე სიმღერით - „განა, ყველა ქალი ქალია“.

როგორც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ სადრაძემ „პრაიმ-ტაიმში“ გამართულ პრესკონფენერენციაზე განაცხადა, რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წლის სიმღერის კონკურსი იმისთვის დააფუძნა, რომ ხელი შეუწყოს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას, დააფასოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანების შრომა და წარმოაჩინოს ახალგაზრდა მუსიკოსები. მისივე თქმით, წლის სიმღერის, ასევე სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, ხალხის რჩეული ინტერნეტ-გამოკითხვით დასახელდება, რადიოსადგურებს საკუთარი რჩეულები ეყოლებათ.

Tags:



იტალიის რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებებით იტალიის ვაჭრობის სააგენტოს (ICE) და იტალიის საელჩოს ორგანიზებით თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი „იტალიურ ფესტივალ 2016“-ს მასპინძლობს, რომელიც წელს პირველად იმართება საქართველოში. მისი მიზანია მოხდეს იტალიური კულტურის და Made in Italy-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება და უკეთ წარმოჩენა საქართველოში.

„იტალიური ფესტივალი“ საზეიმოდ გახსნა იტალიის ელჩმა საქართველოში ბატონმა ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართველოს მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენლობამ. ფესტივალის ფარგლებში მოხდა გამორჩეული იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი იტალიური დროშების ექსკლუზიური კოლექციის გამოფენა, ნამუშევრები დარჩება მუზეუმში 2-6 ივნისის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ასევე გამოფენილია ცნობილი იტალიელი სკულპტორის, ბრუნო ბრუნის ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმში დარჩება 3 ივლისამდე.

Tags:

2016 წლის ივნისის პრემიერები საქართველოს კინოთეატრებში
ივნისის თვე საქართველოს კინოთეატრებისთვის ცხელი და დატვირთული პერიოდია. საშუალება მოგვეცემა რუსთაველი, ამირანი, კავეა თბილისი მოლსა და კავეა ისთ ფოინთში და აპოლოში ვიხილოთ მსოფლიო პრემიერები. სულ ახლახანს კი შედგა პრემიერები ფილმისა: "X-ადამიანები: აპოკალიფსი", "კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი", ლეგენდარული ონლაინ თამაშის ეკრანიზაცია "ვარკრაფტი" და "ალისა სარკის მიღმა" - რომელიც "ალისა საოცრებათა ქვეყანაში"-ს მეორე ნაწილს წარმოადგენს.

ველით ფილმებს: THE NICE GUYS, MONEY MONSTER, SUICIDE SQUAD. მულტიპლიკაციურ ფილმს FINDING DORY - ნემოს შემქმნელებისგან, დისნეის ახალ მულტფილმს: THE BFG. TEENAGE MUTANT NINJA TURTLES: OUT OF THE SHADOWS და THE LEGEND OF TARZAN-ს. ასევე ვიხილავთ რამდენიმე ჩვენი საყვარელი ფილმის მეორე ნაწილს: NOW YOU SEE ME 2, THE CONJURING 2, NEIGHBORS 2: sorority rising, INDEPENDENCE DAY: RESURGENCE...
ეწვიეთ კინოთეატრების ოფიციალურ საიტს მეტი ინფორმაციისთვის: www.kinoafisha.ge


Tags:

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის მრავალი მუზეუმი გვეპატიჟება 21 მაისს ღამის საათებში, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ! წარმოგიდგენთ #მოდიღამემუზეუმში პროგრამას, რომელშიც ჩართული არიან MoMa, ქარვასლა, აბრეშუმის მუზეუმი, ხელოვნების სასახლე, ეროვნული გალერეა, ნაციონალური მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი.. 21 მაისს 20:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ღამით თქვენ შეძლებთ იხილოთ ლევან აბრამიშვილი, გურამ ხეცურიანი, მიხეილ არბოლიშვილი და სოსო ქუმსიშვლიის გამოფენა, ასევე KOLGA TBILISI PHOTO გამოფენა: „კოსმიური ბოსტნეული და დედამიწის მცენარეები“. ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა" გიწვევთ იმოგზაუროთ თბილისურ ისტორიებში და ”აღმოსავლეთით”. აბრეშუმის მუზეუმი გვიმასპინძლებს ღამის ტურზე „მიყევი სინათლეს“ და გაიმართება პოეტური პერფორმანსი - „ვზივარ და გიქსოვ“. ხელოვნების სასახლეში კი სინათლის ულამაზესი შოუ გელით. მრავალსაუკუნოვანი სასახლის კედლებზე ღამის სიბნელეში მუზეუმში დაცული ექსპონატები ვირტუალურად ამოძრავდებიან... ასევე სასახლის კედლებზე წაიკითხავთ შოთა რუსთაველისა და უილიამ შექსპირის საუკეთესო ციტატებს, ფრაზებს რომელიც ორი დიდი გენიოსის იუბილეს ეძღვნება! ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში კი მუზები კოსტიუმირებულ სამოსში გამოწყობილნი უმასპინძლებენ დამთვალიერებლებს.

Tags:



კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი
Captain America: Civil War

5 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში!


მარველის შურისმაძიებლები მორიგ სურათში უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ! მაყურებლის ორი საყვარელი გმირი რკინის კაცი და კაპიტანი ამერიკა საკუთარი მიზნების მიხედვით ერთმანეთის წინააღმდეგ გუნდებს აყალიბებენ. ფანები უკვე დიდიხანია ელიან სამოქალაქო ომის დადგომას დიდ ეკრანზე. ეს დროც დადგა!

ამდენი სუპერგმირი ერთ კადრში თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ! ლამაზი სპეცეფექტებით, გონებამახვილური იუმორითა და ფატალური სცენებით სამოქალაქო ომი კინოთეატრების დარბაზებში გელოდებათ.


Tags:


"შავი გედის" შემქმნელები წარმოგვიდენენ
პარიზს - მაღალი მოდის სამყაროს.
გრძნობები, ფუფუნება, ღალატი და შურისძიება... ახალგაზრდა გოგონა ემმა ცდილობს თავი დაიმკვიდროს პარიზის მოდის ბიზნესში, მისი კარიერა დაბრკოლებებით და დაძაბულობითაა აღსავსე. სიმპატიურ და წარმატებულ ფოტოგრაფთან რომანი და კარიერული წარმატებაც კი გარკვეული დროის შემდეგ არაჯანსაღ აკვიატებაში გადაიზრდება.

ფილმში მთავარ გმირს განასახიერებს მოდელი მარია პალმი, დანიელი მოდელი ფილმის გმირის მსგავსად სწავლის დასრულების შემდეგ პარიზში მოღვაწეობდა, ეს მარიასთვის სადებიუტო ფილმია. ფოტოგრაფის როლში კი მსახიობი ედ სკრეინია, რომელიც შესაძლოა გეცნობოდეთ Game of Thrones -დან დაარიოს როლით. .28 აპრილიდან კინოთეატრებში "კავეა ისთ პოინტი" და "ამირანი"


Tags:

AlterVision-ი და LTFR წარმოგიდგენთ: TBILISI OPEN AIR 2016 29-31 ივლისი. ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია. 3 დღე, 3 სცენა, 40-ზე მეტი არტისტი 12 ქვეყნიდან!

AIR, Motorama, Skye & Ross from Morcheeba
UNKLE, Steve Vai, Blue Foundation
Damien Rice, Tricky presents Skilled Mechanics

Tags:


სტიპენდიები და სტაჟირება ამერიკასა და ევროპაში
განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2016


საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge გეპატიჟებათ „განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2016“- ზე, 17 აპრილს სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში. ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ამერიკასა და ევროპაში სწავლით, სტიპენდიებით ან სტაჟირების შესაძლებლობებით, გეძლევათ უნიკალური შანსი, პირისპირ გაესაუბროთ ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და საგანმანათლებლო სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:
სტიპენდიები
კვლევითი გრანტები
საზაფხულო სკოლები
პროფესიული სწავლება
საბაკალავრო პროგრამები
სამაგისტრო პროგრამები
სადოქტორო პროგრამები
სტაჟირება საზღვარგარეთ
მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები

Tags:

თანამედროვე სამყაროში კითხვა სულ უფრო მეტ მინშვნელობას იძენს და განათლებული და წარმატებული საზოგადიების ქვაკუთხედია. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად პოპულარულია, მისი ჩანაცვლება ხშირად ალტერნატიული აქტივობებით ხდება, რაც ნაკლებ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს. წიგნების დონის ამაღლება და კითხვისადმი ინტერესის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება მასშტაბური სახის ღონისძიებებია. სწორედ ასეთს წარმოადგენს „წიგნი და მუსიკა“, რომელიც 2016 წელს თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.

ფესტივალი წიგნი და მუსიკა 2016 წელს თბილისში, 21-24 აპრილს გაიმართება. ფესტივალი გასულ წელთან შედარებით ბევრად მასშტაბური და ხალხმრავალი იქნება. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ მუსიკის, კულინარიის და წიგნების სინთეზია. ფესტივალი ფარგლებში მთავარ სცენაზე კონცერტებს გამართავენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები:

1) წერილი 4) Back Warmer 7) Blue Sun 10) Black Marrows
2) მწვანე ოთახი 5) Lady Heroine 8)The Window 11) The Bearfox
3) შოთა ადამაშვილი 6) რეზო კიკნაძე 9) Expecto Patronum


Tags:



ბეტმენი V სუპერმენი : სამართლიანობის განთიადი
Batman v Superman: Dawn of Justice
საქართველოს კინოთეატრებში 24 მარტიდან +IMAX

ეკრანებზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფილმი გამოვიდა: ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ. დისის კომიქსების ორი ყველაზე პოპულარული სუპერგმირი ამჟამად ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვის. ამას გარდა, ეკრანებზე პირველად ჩნდება Wonder Woman.

ახალი ბლოკბასტერის მაყურებლები ორ ჯგუფად იყოფიან. პირველი-კომიქსების ფანები, რომლებისთვისაც სუპერმენისა და ბეტმენის კონფლიქტი უცნაური ნამდვილად არ არის. მეორემ კი იცის ბეტმენისა და სუპერმენის ძველი ფილმები და საქმის კურსშია, რომ ამჯერად ბეტმენს ბენ აფლეკი განასახიერებს. მაშ ასე, როგორ მოხვდნენ ეს ორნი ერთ კინოლენტაში? ფილმის დასაწყისი უკვე გენიალურად გადაღებული სცენით იწყება. ამ გზით შევდივართ იმ სამყაროში სადაც ბეტმენი გადაწყვიტავს სუპერმენს დაუპირისპირდეს. მიზეზი თავად შეაფასეთ.

Tags:



The 5th Wave კინოთეატრებში!

ეკრანებზე ახალი ფანტასტიკური ბლოკბასტერი გამოვიდა, სადაც მთავარ როლზე ქლოე მორეცი გვევლინება. ის განასახიერებს სკოლის მოსწავლეს, რომელიც ცდილობს გადარჩეს სასტიკ პოსტაპოკალიფსურ სამყაროში. ამჯერად, დედამიწა უცხოპლანეტელების დასხმისგან საჭიროებს დაცვას. პირველმა ტალღამ პლანეტა ელექტროობის გარეშე დატოვა. მეორემ ცუნამით გამოწვია განადგურება. მესამემ კონტინენზე საშინელი ეპიდემია გაავრცელა. მეოთხე ჯერზე, უცხოპლანეტელები ჩვეულებრივი ადამიანების სახით მოევლინნენ დედამიწას და ხალხში გაერივნენ. ჩანაფიქრის მიხედვით, მეხუთე ტალღამ სრულად უნდა გაანადგუროს კაცობრიობა....

ქლოე: მე ძალიან მიყვარს კითხვა. მოზარდებისათვის განკუთვნილი წიგნებიდან ყველაზე მეტად როულინგის რომანი მომწონს ჰარი პოტერზე. ბავშვები და მოზარდები მოვლენათა ეპიცენტრში გადადიან და სამყაროს მათი თვალებით ვუმზერთ. ამ მიზნით მომეწონა რიკ იანსის წიგნიც "მე-5 ტალღა". ის ძალიან კინემატოგრაფიულია. ამიტომაც დავთანხმდი ამ წიგნის ეკრანიზაციაში მონაწილეობას.

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top