მუსია ქებურიამ კიდევ რამდენიმე კედელი მოხატა... ამჯერად მისი street art
მულტფილმების თემაზე შექმნილი ილუსტრაციებია Caucasus Online-ს კომერციული პროექტის ფარგლებში.
მუსიამ თბილისის ქუჩებსა და კედლებზე გააცოცხლა მულტფილმების
Adventure Time, Dexter და The Simspsons-ების პერსონაჟები
.

მუსია: "უნდა გამეკეთებინა რაიმე თემა ახლო TV-სთან და ინტერნეტთან, შესაბამისად თინეიჯერებისთვის და არა მარტო, საზოგადოებისთვის ყველაზე საყვარელი და დადებითი მულტფილმები და გმირები ავარჩიე, რომ საბოლოო სახეს დადებითი ემოცია წამოეღო ყველასთვის"

Tags:

Alexandre Cabanel

ალექსანდრე კანაბელი გახლავთ ფრანგი მხატვარი, რომელიც დაიბადა 1823 წლის 28 სექტემბერს მონტპელიეში,საფრანგეთშში და გარდაიცვალა 1889 წლის 23 იანვარს პარიზში საფრანგეთში.იგი ძირითადად ისტორიული,კლასიკური და რელიგიური თამატიკის ხატვით იყო გატაცებული,თუმცა მის შემოქმედებაში არის რამდენიმე პორტრეტიც.ალექსანდრე ნაპოლეონის რჩეული მხატვარი გახლდათ , რომელმაც მისი ყველაზე ცნობილი ნახატი The Birth of Venus აუქციონზე იყიდა.კაბანელს Grande Médaille d'Honneur-ის ჯილდო 3-ჯერ 1865, 1867 და 1878 წლებში აქვს მოგებული.წარმოგიდგენთ ალექსანდრე კანაბელის შემოქმედებას.

Alexandre Cabanel
Tags:


ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს.

წარმოგიდგენთ გურამ ხეცურიანის შემოქმედებას და ინტერვიუს
ფოტოგრაფი: ერეკლე ნაკუდაიძე, სპეციალურად angel.ge -სთვის.

გურამი ხშირად ასახავს საკუთარ ტილოებში თბილისის დანგრეულ შენობებსა და სოფლის სახლებს, საჰაერო ბურთს და ზამთრის პეიზაჟს, ამბობს, რომ მხატვრობა ბევრი რამის დათმობას გულისხმობს და გვესაუბრა ამ პროფესიის სირთულეებზე და მის ინსპირაციაზე.

„ის რაც მაწუხებს დღეს არ უნდა მაწუხებდეს. ნაკლებად საფიქრალი რომ მქონდეს
ბევრ სხვა პრობლემაზე უფრო ღმად ჩავეფლობოდი იმ თემაში რაც მე მაინტერესებს.“


Tags:


5 წლის აუტისტი ირის გრეისის შემოქმედება

ირის გრეისის შემოქმედება მნახველს აოცებს, გასაოცარია მისი ფერწერა.
გოგონა მხოლოდ 5 წლისაა და ის აუტისტია! ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ტილოებს, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აღიქვამს გოგონა სამყაროს და საუკეთესოს იმედს გვიტოვებს. გოგონას აუტიზმის სინდრომი 2011 წელს დაუსვეს, მშობლები ზრუნავენ, რომ გოგონა გამოვიდეს კონტაქტზე და დაიწყოს მეტყველება. მას ყველაზე დიდ სიამოვნებას კი ხატვა ანიჭებს, ირისი დაახლოებით 2 საათს ანდომებს თითო ტილოზე მუშაობას, ის ფერებსაც თავად აზავებს. ამ უნიკალური ხატვის სტილის გამო მას პატარა მონეც კი შეარქვეს.

Tags:

„ბათუმის ეზოს სტატუსები“ - მუსია ქებურიას "ბათუმის ეზოს ამბები" ფარგლებში შექმნილ პროექტს წარმოადგენს, რომელსაც წელს ზაფხულში ბათუმის ქუჩებში ხეტიალისას აღმოაჩენდით სხვა არტისტების ინსტალაციებთან ერთად. ბათუმის ეზოების ისტორიები ქართველმა, პოლონელმა, უკრაინელმა და იაპონელმა არტისტებმა ურბანულ სივრცეში street art ინსტალაციების სახით გამოსახეს, რომელთაც სრულად გაეცნობით ფეიჯზე: www.facebook.com/Batumi Backyard Stories

მუსიას მიურალური არტი - სტენსილებით შესრულებული ფეისბუქის სტატუსები და ჩატის მიმოწერა ღიმილის მომგვრელი და ჩვენთვის, სოციალური ქსელის თაობისთვის ესოდენ ნაცნობი და ახლობელია. ქართველმა არტისტმა ასევე შექმნა ინსტალაცია Green Steps და OWLS კედლის მხატვრობა ანა სოფრომაძესთან ერთად.

Tags:

რეუნოსკე აკუტაგავა გახლავთ იაპონელი მწერალი ,რომელიც დაიბადა 1892 წელს ტოკიოში, ხოლო 1927 წელს,35 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მისი უკანასკნელი სიტყვების მიხედვით თავს „გაურკვევლად დაუცველად“ გრძნობდა. ცხოვრების გარკვეული ნაწილი ლიტერატურულ საზოგადოებაში მოღვაწეობდა ფსევდონიმებით: „ჩოკოდუ შიჯინი“ და „გაკი“. რეუნოსკე აკუტაგავა 150-მდე მოთხრობის ავტორია. მას „იაპონიის მძიმე ხანის“ და „იაპონიის მოკლე ისტორიის „ მწერალსაც უწოდებენ.

Tags:

არჩან ნაირი გახლავთ თანამედროვე, თვითნაწავლი ინდოელი მხატვარი და ილუსტრატორი.ხატვა მან 2006 წელს 24 წლის ასაკში დაიწყო, 2007 წელს კი დამოუკიდებელი არტისტის სახით ისეთი ბრენდებისათვის შექმნა ციფრული ილუსტრაციები როგორებიცაა: Sony , Nike, Red Bull, General Motors, Dodge, Microsoft, GQ, Vogue, Infiniti, და Logitech. ნაირი გამოჩნდა სხვადასხვა მოდური ჟურნალების სტატიებში რომლებიც კომპიუტერულ თუ ციფრულ გრაფიკას და თანამედროვე მხატვრულ ტექნოლოგიებს ეხებოდა, აგრეთვე არჩანმა ითანამშრომლა კანიე ვესტთან,ლინდსი ლოჰანთან და კრის ბრაუნთან. გავეცნოთ არჩან ნაირის შემოქმედებას.

Tags:

მარკო ორტოლანი გახლავთ არგენტინელი მხატვარი, რომელიც დაიბადა 1973 წლის 1 აგვისტოს ბუენოს აირესში, არგენტინაში.1985 წელს ჩააბარა მიგელ გარსია მარციას სახელობის სამხატვრო აკადემიაში და პროფესიად მხატვრობა აირჩია. მარკოს შემოქმედებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა იტალიური რენესანსისა და ფრანგული იმპრესიონიზის მხატვრებმა. მის ნახატებს თუ დავაკვირდებით აშაკარად ეტყობა გასული საუკუნეების კვალი და სიდიადე. მარკოს ნახატები თვალნათლივ წარმოგვიჩენს მდიდრული პარიზისა და ვენეციის ბოჰემურ ცხოვრებას, ულამაზეს ბუნების პეიზაჟებს და გასული საუკუნის ემოციურ სახეებს.

Tags:

René Magritte თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემოქმედი. მისი ნახატები ცნობილია როგორც მისტიკური და ამოუცნობი.... მნახველებს კი ხშირად უჭირთ იმ ემოციების ამოცნობა, რაც მათი ხილვისას გაინიცადეს.... მაშ ასე ეს რენე მაგრიტია.

“ჩემი შემოქმედება ხილვადი ნახატებისგან შედგება, რომელშიც არაფერი იმალება; მასში თვით მისტიურობა გამოსჭვივის, და მართლაც, ჩემი ნახატების ხილვისას, ყოველთვის იბადება კითხვა: ”ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს?” – არც არაფერს, მათ მნიშვნელობა არ გააჩნიათ, რამეთუ თვით მისტიკა არაფერს ნიშნავს, მისი შეცნობა შეუძლებელია”

Tags:

Jeffrey Catherine Jones

ჯეფრი კეტრინ ჯონსი - ამერიკელი მხატვარი, რომელიც დაიბადა 1944 წლის 10 იანვარს ჯორჯიაში აშშ-ში და გარდაიცვალა 2011 წლის 19 მაისს. ჯეფრის დაახლოებით 150 -მდე წიგნის ყდის ილუსტრაცია აქვს დახატული. წარდგენილი იყო „ Hugo Awards“-ზე 5-ჯერ როგორც საუკეთესო ფანტასტიკის სფეროს ილუსტრატორი და მხატვარი, ხოლო ჯილდო აიღო 1986 წელს. მხატვარმა სახელი და გვარი შეიცვალა ჯეფრი ჯონსად და კარგა ხნის განმავლობაში ცხოვრობდა მამაკაცის სოციალური სტატუსით, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლები ქალის ამპულაში გაატარა. წარმოგიდგენთ ჯეფრი ჯონსის ზღაპრულ ილუსტრაციებს.

Jeffrey Catherine Jones
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 15 »
Back to Top