20 January 2016      anabel-li     Views 15 660    
Category: ART


Sammy Slabbinck

ბელგიელი მხატვარი სემი სლებინკი 2009 წლიდან ქმნის თვალწარმტაც სურეალისტურ ფოტო-მანიპულაციებს, იგი ფრთხილად შლის და ერთმანეთში სვამს ძველ სარეკლამო სურათებს, აცოცხლებს მათ და უზიარებს თანამედროვე ხელოვნების სამყაროს.

როგორც ვიცით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სურეალისტური ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ხელოვნების სამყაროში. რამოდენიმე გამოჩენილ მხატვარს შორის, რომელმაც აითვისა და სახელი გაითქვა სურეალისტური კოლაჟებით, გახლავთ ბელგიელი სემი სლებინკი.



მისი სურეალისტური წარმოსახვითი უნარი ხშირად გამოსახულია ასტრონომიულ ასპექტებსა და ფსიქოდელიურ ხედვებში. იგი 70-ების ესთეტიკას მიჰყვება და ქმნის ანტიპოდებს, რომლებიც ხშირად გამოხატავენ სხვადასხვა ისტორიებს. ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ძლიერი ვიზულაური ნამუშევრები აგრეთვე შეიცავს დახვეწილ იუმორს.



მხატვარი თითქოს თამაშობს სურათების გარშემო სხვადასხვა სტილის და პროპორციების გაერთიანების მიზნით.
მისი ნამუშევრები ცოტა ხნის წინ გამოფენილი იყო ლონდონში, მაიკლ ჰოფენის გალერეაში.

www.sammyslabbinck.tumblr.com
Collage artist & animator








































Category: ART
Tags:

Share it
Comments
Back to Top