პიტერ ბაჰოუთის ულამაზესი, ხეზე აგებული კოტეჯები ერთმანეთთან ხის ხიდით არის დაკავშირებული. პიტერი გარემოს დაცვის სპეციალისტია და სწორედ ბუნების მიმართ სიყვარულმა შთააგონა ამ სახლის აშენება. სახლი შედგება სამი ნაწილისაგან: საძინებელი, მისაღები და სამზარეულო. ეს ყველაფერი პიტერის სახლის უკანა ეზოში მდებარეობს და როგორც თვითონ ამბობს, ეს მისი ახდენილი ბავშვობის ოცნებაა.

Peter Bahouth treehouse
Tags:



ოთახში, აივანსა თუ ბაღში ძველი და დაძველებული ეფექტის ნივთების გამოყენებით მყუდრო და ლამაზი კუთხის შექმნა
არც თუ ისე რთულია თუ კი ფანტაზიას მოვხმობთ და არ დაგეზარებათ სარდაფში ნაპოვნი თუ მეგობრების ძველი სახლებიდან შეგროვებული ერთი შეხედვით მოძველებული და გამოუსადეგარი ნივთების გაწმენდა და მათ დიზაინში თანამედროვე შტრიხების დამატება.

თუ კი გადააწყდით საბეჭდს მანქანას, ტელეფონის აპარატს, მუსიკალურ მოწყობილობას, ნახატის ჩარჩოებს, გლობუსს, ჩემოდნებს, გასაღებებსა და სკივრებს, თუ სხვა დღეისათვის გამოუყენებელ ნივთებს - არ შეგეზიზღოთ დამტვრერილი ნივთების გაწმენდა, ისინი ნამდვილ ფურორს მოახდენენ თანამედროვე ტექნიკას შეჩვეულ ახალგაზრდებში და სასიამოვნო ნოსტალგიას აღძრავენ უფროსებში. მათი შეღებვა კარგი აზრია! აქტუალურია კონტრასტის ეფექტის შექმნა - ძველებური ნივთის და თანამედროვე ფერის მიქსი სრულიად მოულოდნელ ადგილას.


Tags:

ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობები
ცენტრალური პარკი,თავისუფლების ქანდაკება,ემპაიერი,მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი,თაიმს სკვერი,როკფელერის ცენტრი,ბრუკლინის ხიდი.
ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობები
Tags:

Geo Home Decor -ის შესახებ, რომელიც ხის მასალაზე ამზადებს დეკორატიული ნივთებს სახლისა და ბაღისთვის უკვე ერთხელ დავწერეთ: angel.ge >> Geo Home Decor

მათი დეკორატიული ნივთები ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი იყო ყვავილების ფესტივალზე და რამოდენიმე ახალ ნივთს გვთავაზობენ ბაღის/აივნების/ეზოების მოსართავად. ხის, მარტივ, ძველ სტილში გადაწყვეტილი საყვავილე ურიკები, დეკორით მორთული ჩიტის ბუდეები და ფერადი შანდლები დამუშავებულ ხის კუნძის ძირზე განსაკუთრებით იპყრობს ჩვენს ყურადღებას, რომლებიც კერძო სახლის ეზოში, თუ ბინის აივანსა და ინტერიერს თბილ აურას შესძენს.

Tags:

რიანას ახალი 12 მილიონად ღირებული სახლი!

ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ ახალი სახლი შეიძინა 12 მილიონ ამერიკულ დოლარად. სახლის ფართობი 11,000 კვადრატულია და მდებარეობს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. სახლი რომელიც მომღერალმა 2011 წელს გაყიდა 5 მილიონად, ახალ სახლთან რამოდენიმე მილის დაშორებით მდებარეობს. ახალ სახლში განთავსებულია 7 საძინებელი, 9 სააბაზანო, 2 სამზარეულო, ბარი, აუზი, სპა და ულტრათანამედროვე ავტოფარეხი რომელიც 4 მანქანას იტევს.

Rihanna's $12 Million Mansion
Tags:

მოსკოვში ყველაზე პრესტიჟული საცხოვრებელი ადგილის "რუბლიოვკის" სახლების ფოტოები. ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრობს მოსკოვის ელიტა, ყველაზე, ყველაზე მდიდარი ხალხი...

Рублевка
Tags:

გთავაზობთ ტურს ბლოგერი,ლიზ ჩერკასოვას საცხოვრებელში
ლიზა მოდური ბლოგერია კალიფორნიიდან.ძალიან უყვარს მოდა ,არის 25 წლის და ცხოვრობს ლოს ანჯელესში. http://www.lateafternoonblog.com/

ჩემი ოთახი და სტილი - ლიზ ჩერკასოვა
Tags:

"Maroon 5"-ის სოლისტმა და "the voice"-ის ჟიურის წევრმა
ადამ ლევინმა $4,8 მილიონად ღირებული სახლი იყიდა ბევერლი ჰილსზე

ადამ ლევინის ახალი სახლი ბევერლი ჰილსზე
Tags:
« 1 2 3 4 5 6 »
Back to Top