;
25 მარტი 2015      mari1     6 კომენტარი     ნანახია 144-ჯერ
იქნებ რამით დამეხმაროთ და მირჩიოთ მართლა ვერ ვხვდები სად ვუშვებ შეცდომას ადამიანებთან ურთიერთობაში :)) ბავშვობაში ძალიან მორცხვი და დამთმობი ვიყავი მზად ვიყავი ყველაფერი შემესრულებინა რასაც კი მთხოვდნენ რითაც ძალიან ბევღჯერ ჩემი თავი დამიზარალებია , მაგრამ გავიზარდე და ნელ-ნელა მივხვდი რო ასე არ შეიძლება ადამიანების უმეტესობა გამოყენებაზეა ეს ნელ-ნელა გავათვითცნობიერე დავფიქრდი ძალიან ბევრ რაღაცაზე ცხოვრებაში და ბევრი რაგაც შევცვალე ჩემ თავში რაც არ მომწონდა , მაგრამ ვატყობ რომ ადამიანებთან ურთიერთობაში რაღაც შეცდომას ვუშვებ.
Tags:
12 მარტი 2015      UNECHAIRE     5 კომენტარი     ნანახია 219-ჯერ
ჩემი სასოწარკვეთილი მდგომარეობა და ოჯახური პრობლემები

არასოდეს არ დამიპოსტავს ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები ან საკუთარი მოსაზრებები არც ერთ სოციალურ ქსელში. ზოგადად არც მიყვარს მსგავსი რამ. მაგრამ ახლა შველას უცხო ადამიანებისგან ვითხოვ რადგან მეგობრებიც კი ვერ მაძლევენ ამ საკითხზე ამომწურავ რჩევებს.
ამჯერად ეს ჩემს ოჯახს ეხება.
Tags:
15 თებერვალი 2015      UNECHAIRE     9 კომენტარი     ნანახია 181-ჯერ
სახეზე მაქვს ოდნავ დაყრილი, თუმცა ძალიან მაწუხებს. დერმატოლოგმა მითხრა რომ აკნე მაქვს და დამინიშნა ზინერიტი 20დღის განმავლობაში. უკვე 6 დღეა ვისვამ თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ გამოუღია, პირიქით მეჩვენება, რომ უფრო დამაყარა.მაინტერესებს გამოგიცდიათ ეს გელი და იმოქმედა თუ არა?
Tags:
15 თებერვალი 2015      mariami990     9 კომენტარი     ნანახია 450-ჯერ
მოგესალმებით! პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ამ საიტს რომ არსებობს, და იმის შესაძლებლობა მომეცა რომ ეს უმძიმესი და უსაშინლესი ისტორია უდიდეს რჩევად გადმოგცეთ ყველას ერთად!!! მოკლედ, ვარ გოგონა ახლა უკვე 18 წლის, მაშინ 17 წლის ვიყავი. ზუსტად 2014 წლის 20 ივნისი იყო, როდესაც მე და ჩემი "დაქალი" ანი წავედით ბათუმში სულ რაღაც ორი დღით, წავედით არა გავიპარეთ, იმიტომ რომ არავინ იცოდა ამ მოგზაურობის შესახებ... მოკლედ წავედით ძალიან დიდი ხალისით, ჩავედით, გავერთეთ მეგობრებთან ერთად, და მეორე დღის ბოლოს აღმოჩნდა რომ თბილისში დასაბრუნებელი ფული კი არა 1 თეთრიანიც აღარ გვქონდა! ჩვენი მეგობრები ბათუმელები არიან, ისინი ვერაფრით დაგვეხმარნენ ან არაფრით:)) მაგრამ წინასწარ ხომ არავინ იცოდა რა გველოდებოდა.
Tags:
15 თებერვალი 2015      elenikoo     6 კომენტარი     ნანახია 161-ჯერ
ვარ 21 წლის გოგო სამწუხაროდ ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენი და არ გამიმართლა და ბავშვით ხელში მარტო დავრჩი..
მეშინია ხვალინდელი დღის ძალიან რთული ცხოვრება მაქვს... ბოლო ხანებია სულ ვწევარ ლოგინში და ვტირივარ, არაფრის სურვილი აღარ მაქვს, დედაც ცუდადარის ჯანმრთელობით და მაგაზეც ვდარდობ, და აი ესე მგონი ვიშლები ჭკუიდან, საკუთარ შვილსაც ვეღარ ვესაუბრები :( იქნებ მირჩიოთ რამე.
Tags:
15 თებერვალი 2015      MariamiXD     6 კომენტარი     ნანახია 135-ჯერ
აბიტურიენტობა და დეპრესიული ფონი. საკუთარ თავს დიაგნოზი დავუსვი, მაგრამ მკურნალობას ვერ ვახერხებ...,
ორი დღის წინ დავივიწყე, 1 კვირის წინ გადავწყვიტე რომ ჩემი არ იყო,
2 თვის წინ შევამჩნიე და დღეს წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება....()((

ამ ბოლო დროს ეჭვი მეპარება იმაში, რომ ვიცნობ საკუთარ თავს.
ვიღებ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, ვფიქრობ სისულელეებს და ა.შ. აბიტურიენტობას ვაბრალებ. არა ბუნებრივიცაა რომ ასე ვიქცევი :დდ ძალიან ვიღლები და ხანდახან რეალური არარეალური მგონია და პირიქით. გიჟადაც თუ ჩამთვლით არ გამიკვირდება.

ადამიანები მიყვარს, მაგრამ რამდენადაც მიყვარს, იმდენად მაღიზიანებს ეს ერთი და იგივე, საყოფაცხოვრებო სცენები. მეზარება...
Tags:
15 თებერვალი 2015      Aneta_13     4 კომენტარი     ნანახია 140-ჯერ
მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა,ბოლომდე არასდროს ვარ გახსნილი, აასე რომ ვთქვათ ,,დაკომპლექსებული,, ვარ.. არვიცი მართლა როგორ მოვიქცე, რაღაცნაირად სულ მოწყენილი სახით დავდივარ,არადა არვარ ასეთი
Tags:
15 თებერვალი 2015      nataliakor     6 კომენტარი     ნანახია 137-ჯერ
გარშემო მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, დაქალი, რომლებიც ძალიან პირადულ რაღაცებს მიყვებიან,მენდობიან ბოლომდე, მეც მათ მთელი გულით ვუსმენ და რჩევებს ვაძლევ, მაგრამ რატომღაც როცა მე დამჭირდა რჩევა არ ვიცი რომელს მივმართო, არ ვიცი რომელი გამიგებს, ამიტომ ვარჩიე უცხო ადამიანებისთვის მომეყოლა, ის რაც მაწუხებს უკვე ბოლო 2 წელია, ადამიანებისთვის, რომლებიც გულახდილად მეტყოდნენ რას ფიქრობენ...

გავიცანი ადამიანი, რომელიც ბოლომდე ჩამოყალიბებულია, მზრუნველი, თბილი და საყვარელი, თუმცა ჩემს ყოფილ შეყვარებულთან ნაცნობები ჰყავს, დღეს გავიგე და ვიტირე ბევრი :დ თუ დავუშვებთ იმას რომ ჩემი ყოფილი შეყვარებული ფიქრობს, რომ მე ყველასთან ისე ვიქცევი, ხომ შეიძლება ეს მას უთხრას... ასეთი არ არის მაგრამ მაინც, მე არაფერს გამოვრიცხავ...
Tags:
15 თებერვალი 2015      nini:)(:     7 კომენტარი     ნანახია 124-ჯერ
არ ვიცი რამდნეად რელევანტურია აქ ამის დაწერა თუმცა სხვა უფრო შესაფერისი ადგილი ვერ მოვიფიქრე. მოკლედ, წონის პრობლემა მაქვს, მგონი ბულემიაც. ვერაფრით ვერ ვიკლებ, ალბათ სათანადოდ არც ვცდილობ. თქვენი რჩევის ან ნებისმიერი სტიმულატორის, დიეტის თუ სხვა რამის იმედი მაქვს, თორემ სულ დავკარდე თავდაჯერებულობა და თავს საშინლად ვგრძნობ.. :/
Tags:
15 თებერვალი 2015      tsira     4 კომენტარი     ნანახია 63-ჯერ
ძალიან მინდა მოვიმატო წონაში, ვარ 25 წლის 1-68 სმ,და 52 კგ.ყოველთვის ესეთ წონაზე ვარ, ვცადე ვიტამინები გოლდრეის კაფსულები,და სიროფი დინამოგენი,ასევე თაფლი,რძე ყოველ დილით მაგრამ უშედეგოდ.საჭმელს ნორმალურად მივირთმევ დღეში 2 -3 ჯერ. იქნებ დამეხმაროთ მინდა 10- კილო მოვიმატო, ან იქნებ რაიმე სპეციალური წამალი არსებობს რომლის დალევისამ მოვიმატო...
Tags:
16 იანვარი 2015      makom6472     7 კომენტარი     ნანახია 226-ჯერ
მე მარი ვარ. მე-8 კლასელი. მომწონს ჩემი დაქალის ძმის ძმაკაცი. ის მე-10 კლასელია. ხშიირად მასზე ამბებს ჩემი დაქალი მაგებინებს ხოლმე. მე ის სულ რაღაც 1-2 კვირაა მყავს სკოლაში შემჩნეული. როცა დამინახავს ხშირად მიღიმის ხოლმე. ხანდახან კი ისე ეშმაკურად ჩაიღიმება ხოლმე რო რავი.. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ მაგრამ ერთმანეთს ღიმილით ვესალმებით :).ჩემი დაქალი მეუბნება რო უეჭველი ხვდება რო მოგწონსო და სჰეიძლება მაგასაც მოწონხარო. დიდ გაურკვევლობაში ვარ..
Tags:
16 ნოემბერი 2014      gnr     13 კომენტარი     ნანახია 397-ჯერ
მოკლედ თქვენი რჩევა მჭირდება. სტატია არ ეხება არც შეყვარებულს,
არც მშობლებთან უთანხმოებას და ა.შ ძალიან მინდა რჩევები მომცეთ როგორ გავიზარდო სიმაღლეში sad

იქნებ იცოდეთ ან რამე ვიტამინი ან წამალი რაც ერთი 5 სანტიმეტრით გამზრდის? ნაცნობმა მითხრა სააგენტოებში თუ სადღაც თუ ვინმეს სიმაღლე არ მოსწონთ რაღაც ვიტამინებს ალევინებენ და 3 სანტიმეტრით იზრდებიან და თუ იცით დამიწერეთ რა ძალიან გთხოვთ
Tags:
16 ნოემბერი 2014      sesili20122     15 კომენტარი     ნანახია 236-ჯერ
არასდროს მიფიქრია სიკვდილზე და არც ისეთი მოზარდი ვიყავი რომელიც მშობლებს ხელების და ფეხების გადასერვით აშინებდა, მაგრამ ყველას ცხორებაში დგება მომენტი როდესაც საკუთარ თავს ვეღარ ცნობს და ეს მომენტიც მაინცდამაინც ეხლა დამიდგა.
Tags:
3 ნოემბერი 2014      Takuna))♥     8 კომენტარი     ნანახია 309-ჯერ
ბედმა გამიმართლა რომ, ისეთი ადამიანი შემხვდა, ვისაც უზომოდ ვუყვარვარ... მთელი ზაფხული ერთად გავატარეთ
(( 22ივლისს მაქვს დაბ.დღე და ურეკში ჩამომაკიტხა ძალიან გამიხარდა ... იმის მერე სექტემბრამდე ერთად ვიყავით, ჯერ ურეკში მერე სამეგრელოში, იქ თავის ძმაკაცს სოფელი აქვს დ ა მერე რაჭაში... ერთი სიტყვით ძაან მაგარი დრო იყო)), გავაცანი ჩემ მშობლებს და ბედნიერი ვარ, რომ შვილივით მიიღეს... უკვე თვეა რაც დანიშნული ვარ ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ მიხვდი დედამისი რა აუტანელი ქალი ყოფილა , აღარ შემიძლია... სიცოცხლე გამიმწარა... ((
Tags:
3 ნოემბერი 2014      heartbroken     16 კომენტარი     ნანახია 281-ჯერ
ვარ 18 წლის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, ერთი გოგონაა სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ, მე ის წლებია ვიცი უბრალოდ ვერ ვეუბნებოდი, იმიტომ, რომ პატარა ბიჭი ვიყავი ასე ვთქვათ და ვერ ვუბედავდი თქმას. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ამ ყველაფრით კი მინდა გითხრათ ერთი: გამარჯობა მე წლებია ვიცი, რომ ასე ვთქვათ არსებობ, უბრალოდ ამ ყველაფერს გარკვეულ მიზეზებსდა გამო ვერ გეუბნებოდი, ერთერთი მიზეზი ჩემი წლოვანება იყო, პატარა ბიჭი ვიყავი და ვერ გეუბნებოდი <3 აქედან გამომდინარე ჩემი სურვილი და ინიციატივაა, რომ გავიცნოთ ერთმანეთი, ვიმეგობროთ. თუ გამეცნობი რა თქმა უნდა ძალიან გამეხარდება, პირველ რიგში მივხვდები იმას. რომ ეს ყველაფერი ამათ ღირდა <3 და თუ არ გამეცნობი კი მეწყინება. მაგრამ არაუშავს და ამ ყველაფრით კი მინდა გითხრა ერთი. მე წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში და ანალოგიურს ვისურვებდი ჩემს ცხოვრებაშიც და ბოლოს: მე მესმის შენი პოზიცია ვიცი ბევრი თაყვანისმცემელი გყავს და თან რაღაც ისეთი ბიჭიც არ ვარ როგორსაც შენ ეძებ ახლა სიტყვა შენზეა :) რომ მივიდე და ასე ვუთხრა რა აზრის ხართ?
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 60
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top