;

4 November 2015      ANGEL     Views 8974    
Category: Concurse, Georgians



1-ელ ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ორგანიზებით გაიმართა სილამაზის კონკურსის “მის საქართველო” ფინალური შოუ და დაჯილდოების ცერემონიალი.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ - ჟიურის თავმჯდომარე “იმიჯ-ცენტრი”-ს დამფუძნებელი ია კიწმარიშვილი, ჟიურის წევრები: საერთაშორისო სამოდელო სააგენტო სუპერ მოდას მფლობელი ჩეხეთიდან ტადაში კამპოს-მაკაბე, ფოტოხელოვანი თურქეთიდან მუჯდატ კავასი, მის საქართველო 2003 ირინა ონაშვილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდომარე ირაკლი ჭეიშვილი, კომპანია “ომეგა მოტორსის” წარმომადგენელი დიმიტრი მოდრეკელიძე, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი მხატვრულ ტანვარჯიშში, ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის დირექტორის მოადგილე და მის საქართველოს უცვლელი ქორეოგრაფი ფიქრია ფანქველაშვილი, კომპანია “JUNGLE FEVER GEORGIA”-ს წარმომადგენელი გიორგი ბერიძე, მოდის სახლი “მარიონელას” დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო” თავმჯდომარე, პროფესორი, მწერალი და და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა - შეარჩია ნომინაციების მფლობელები, ტოპ-ხუთეული და გამარჯვებული “მის საქართველო 2015”.

სილამაზის კონკურსი “მის საქართველო” კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ორგანიზებით უკვე 12 წელია ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მასში ყოველწლიურად უამრავი გოგონა იღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.



“მის საქართველო 2015”- ნუკა ყარალაშვილი, 24 წლის, თბილისიდან
“I ვიცე მის საქართველო 2015” - ვიქტორია კოჩეროვა, 20 წლის, თბილისიდან

“II ვიცე მის საქართველო 2015”
- ანი ხარაზიშვილი, 22 წლის, თბილისიდან

“ვიცე მის საქართველო 2015”
- მარიტა გოგოძე, 19 წლის, რუსთავიდან &
“ვიცე მის საქართველო 2015” - ქეთი შეყელაშვილი, 21 წლის, ქარელიდან



ნომინაციების მფლობელები გახდნენ:

“მის მეგობრობა” - მაკუნა ამაშუკელი

“მის ტალანტი” - ელენა ტიტოვა
“მის ფოტოგენურობა” - გრეტა შერგელაშვილი
“მის ტელეგენურობა” - მარიამ შერაზადიშვილი
“ტოპ მოდელი” - ნუკა ყარალაშვილი

“მის ელეგანტურობა” - მარიამ გუჩუა
“მის გრაცია” - თუთა საღარეიშვილი
“მის ფიტნესი” - ანუკა სიხარულიძე

“მის მომხიბვლელობა” - ნანა დეისაძე
“მის ექსტრავაგანტულობა” - სალომე გიგაური

“მის შარმი” - მარიანა მაქაძე
“მის ინტელექტი” - ნინო ოკუჯავა



სარეკლამო კომპანია მაქსპრომის რჩეული - ნინა არჯევანიძე
კომპანია Jungle Fever Georgia-ს რჩეული - ანი ხარაზიშვილი
ენერგეტიკული სასმელი “შარკის” რჩეული - მარიამ გუჩუა



“მის საქართველო 2014” ანა ზუბალაშვილმა დიადემა
“მის საქართველო 2015”-ს ნუკა ყარალაშვილს გადასცა,
რომელსაც ასევე ხვდა მთავარი პრიზი, საოცნებო ავტომობილი MINI COOPER COUPE, რომელიც დააწესა კომპანიამ “ომეგა მოტორსი”.





ნუკა საქართველოს საერთაშოსო კონკურს MISS WORLD 2015-ზე წარადგენს, რომელიც გაიმართება ჩინეთის ქალაქ სანიაში 19 დეკემბერს.

ტოპ-ხუთეული კი მომავალ წელს გაემგზავრებიან სილამაზის სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე. ამასთანავე "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელსაც თავის დროზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ დასცალდა საქართველოს წარსდგენა საერთაშორისო კონკურსზე, წელს გაემგზავრება ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსზე მის სამყარო 2015. Miss Universe კონკურსი 20 დეკემბერს გაიმართება ლას ვეგასში, აშშ.



Ia Kitsmarishvili
MISS GEORGIA 2003 IRINA ONASHVILI
MISS GEORGIA 2011 JANET KERDIKOSHVILI



ელენე გამყრელიძე, ანა ზუბაშვილი მის საქართველო 2014
და ნათია კაჭარავა III ვიცე მის საქართველო 2010

ნათია კაჭარავა დაანა ზუბაშვილი

ნათია კაჭარავა და ვიქტორია კოჩეროვა


Category: Concurse, Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top